პაპმა ფრანცისკმა კარი გაუღო ცხოველებს სამოთხეში
პაპმა ფრანცისკმა კარი გაუღო ცხოველებს სამოთხეში
16 ივნისს, პარასკევს, რომის პაპმა ფრანცისკმა, განაცხადა, რომ სამოთხის კარი ცხოველებისთვის ყოველთვის ღიაა. ის ამშვიდებდა სევდიან ბავშვს, რომელსაც ძაღლი მოუკვდა.

"მოვა დრო და  შევხვდებით ჩვენს შინაურ ცხოველებს საიქიოში. სამოთხე ყოველთვის ღიაა იმ სულიერი არსებებისთვის, რომლებიც ღმერთმა შექმნა", - ამბობს კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი.

ფრანცისკოს ხედვა სრულიად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. განსაკუთრებით კი ბენედიქტ XVI-ს სიტყვებისგან, რომელმაც 2008 წელს განაცხადა, რომ ცხოველის სიკვდილი ნიშნავს "მიწიერი ცხოვრების დასასრულს",  ამას დაერთო მოსაზრებაც, რომ ცხოველებს სული არ გააჩნიათ.

ფრანცისკეს მსგავსად, იოან პავლე მეორეც (264 პაპი, 1978-2005)
ირწმუნებოდა, რომ ცხოველები "ისევე ახლოს
არიან ღმერთთან, როგორც ადამიანები," თუმცა, მის სიტყვებს ოფიციალური ვატიკანის განცხადება არ მოჰყოლია.

Zooclub

დღევანდელი პაპის სიტყვებს ცხოველთა დამცველები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, მათ შორის იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია "Humane Society"-ი. ამ აღიარებას მოყვება არაერთი განაცხადი, რომლებიც ადამიანების ცხოველებზე დამოკიდებულებას შეეხება, კერძოდ კი, საკვებად ცხოველის ხორცის გამოყენებას.
Manana
პაპის ნებართვა არ არის საჭირო,ცხოველები ყველა სამოთხეში ხვდება ადამიანებისგან განსხვავებით!,,,,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?