სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს
ახალციხეში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფუტკრისა და თევზის დაავდადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას აძლევს ფერმერს, ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის. ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ იმისათვის, რომ სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში
დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი
მიწათმოქმედებისა და მიზნობრივი ჯგუფისათვის.

აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.

მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფი ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე გეგმავს სპეციალური სამენოვანი ბროშურის გამოცემასაც, რომელიც მომდევნო შეხვედრებზე რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გადაეცემათ.

შეხვედრები ფერმერებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?