თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ვოლიერი ირმებისა და ნიამორებისათვისაც გაკეთდება
თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ვოლიერი ირმებისა და ნიამორებისათვისაც გაკეთდება
"თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ვოლიერი ირმებისა და ნიამორებისათვისაც გაკეთდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ირმებისა და ნიამორებისათვის ვოლიერის მშენებლობა ივნისის თვეში დასრულდება, რის შემდეგადაც ამ სახეობებსაც თბილისის ზოოპარკის ძველი ტერიტორიიდან ახალ ზოოპარკში გადაიყვანენ. ახალი ვოლიერის მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხის ფარგლებში ხორციელდება.

”ირმებისა და ნიამორებისათვის ვოლიერი ივნისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ზაფხულში აქ კავკასიური ჯიშის ირმებსა და ნიამორებს გადმოვიყვანთ, რომლებიც გადაშენების პირას მყოფ სახეობებს წარმოადგენენ”, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

მისივე
თქმით, თბილისის ზოოპარკს ამჟამად ოთხი ირემი და ხუთი ნიამორი ჰყავს, მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვა ზოოპარკებთან, რათა
მათგან შეიძინონ კავკასიური ირმები და ნიამორები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?