თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წელს 20-მდე ახალ ვოლიერში ცხოველებს გადაიყვანენ
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წელს 20-მდე ახალ ვოლიერში ცხოველებს გადაიყვანენ
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წინა წელს ძაღლსაშენი აშენდა და იქ ძაღლები გადაიყვანეს. "წელს 20-მდე სხვადასხვა ვოლიერი გაკეთდება და ცხოველების გადაყვანა მოხდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ზოოპარკის გადატანა ეტაპობრივად მოხდება, რადგან ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ მიზნით დაახლოებით 30-40 მლნ. ლარია საჭირო.

”თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა 3-4 წლის ვადაში მოხდება. ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე კი თბილისის ცენტრალური პარკი იქნება”, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?