იაპონიაში ბეწვის უკანასკნელი ფერმა დახურეს
იაპონიაში  ბეწვის უკანასკნელი ფერმა დახურეს
იაპონიის ქალაქ ნინგატაში მდებარე ბეწვის ფერმამ, სადაც ცხოველებს ბეწვის ქურქებისთვის ამრავლებდნენ, საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. ბეწვის უკანასკნელი ფერმა ლიცენზიის გარეშე მუშაობდა და კანონი დაარღვია, ამიტომ ცხოველთა დამცველებს (Fur Free Alliance)  მის გაუქმებაზე პრობლემები არ შექმნიათ. 

ნინგატას ბეწვის ფერმაში ათასობით ამერიკული წაულა (კვერნა) ჰყავდათ. ცხოველებს საშინელ პირობებში ამყოფებდნენ. ისინი მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდნენ, ხოლო შემდეგ საშინელი სიკვდილით იღუპებოდნენ.

საბედნიეროდ, ამ კვერნებმა ფერმიდან გაქცევა შეძლეს

Zooclub

ბეწვის უკანასკნელ ფერმას ლიცენზია არ ჰქონდა. მან დაარღვია 2006 წელს იაპონიაში გამოცემული კანონი, რის შედეგადაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბეწვის მიზნით ცხოველის ტყვეობაში ყოფნა აიკრძალა.

იაპონიაში  ბეწვის ფერმები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მომრავლდა.
ექსპერტების თქმით,  ქვეყნის ტერიტორიაზე 4 000-მდე ფერმა იყო.

საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში ბეწვზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2006 წელს ნატურალური ბეწვის წარმოება კანონით აიკრძალა.

ასევე იხილეთ:

სუსტი ნერვების მქონეებს უჯობთ ეს არ ნახონ! საშინელი სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ანგორის ბეწვს!

ბიჭმა ბეწვის ფერმაში იყიდა მელია, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული

ხორვატიაში ბეწვის გამო ფუმფულა ცხოველების სპეციალურ ფერმებში გამრავლება აიკრძალა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?