მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ვომბატი 32 წლის ასაკში მოკვდა
21.04.2017
პატრიკი ცნობილი იყო, როგორც ყველაზე ასაკოვანი ვომბატი მსოფლიოში. იგი რამდენიმე დღის იყო, როდესაც ავსტრალიის ერთ-ერთ ზოოპარკში
მიიყვანეს.
მომვლელი იხსენებს საოცარ ისტორიას, თუ როგორ მოხვდა პატრიკი ტყვეობაში: ის დედასთან ერთად ბალარატის პარკში (ავსტრალია) ბინადრობდა. პატარა ვობმატის დედას მანქანამ დაარტყა. გრეგ პარკერმა ის შემთხვევით იპოვა დედის ჩანთაში და რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანა. თავიდან პატრიკი 400 გრამს იწონიდა.
დროთა განმავლობაში ის მომვლელებს შეეჩვია და როცა მისი ბუნებაში გაშვების დრო დადგა, მან ადამიანებთან ყოფნა არჩია. ზოოპარკის თანამშრომლები ყოველ წელს ცდილობდნენ მის გაშვებას, თუმცა, ყოველი მცდელობა უშედეგოდ
მთავრდებოდა.
წლის ასაკში მოკვდა" />
პატრიკი მთელ მსოფლიოში ცნობილი იყო, როგორც ყველაზე კეთილშობილი და ადამიანების მიმართ ერთგული ვომბატი.
2017 წლის 19 აპრილს, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ვომბატი იმ ადამიანების გარემოცვაში მოკვდა, რომლებსაც უყვარდათ და 32 წლის განმავლობაში მასზე ზრუნავდნენ.
ზოოპარკი ანუ "ველური ბუნების პარკი", სადაც პატრიკი ცხოვრობდა, გეგმავს, გააკეთოს მემორიალი, ამ საოცარად ერთგული და მოსიყვარულე ცხოველის სახსოვრად.
ასევე იხილეთ:
დაიღუპა ლომი, რომელიც დათვთან და ვეფხვთან ერთად 15 წელი მეგობრულად ცხოვრობდადაიღუპა ცნობილი ძაღლი, რომელმაც მთელი ცხოვრება პინგვინების დაცვას მიუძღვნაბრიტანეთის ზოოპარკში დედამიწაზე ყველაზე ციცქნა ანტილოპა დაიბადა