სტოკჰოლმში პატივი მიაგეს ძაღლს, რომელიც ტერაქტის დროს დაიღუპა
სტოკჰოლმში პატივი მიაგეს ძაღლს, რომელიც ტერაქტის დროს დაიღუპა
7 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ასობით ადამიანი მივიდა სტოკჰოლმის ცენტრში და  პატივი მიაგო დაღუპული ადამიანების ხსოვნას, თუმცა, ამ დღეს კიდევ ერთი სამწუხარო ინციდენტი მოხდა, რაც პრაქტიკულად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. ცენტრალურ ქუჩაზე მომხდარი ტერაქტის დროს დაიღუპა ძაღლი, რომელიც ტერორისტის ავტომობილის ბორბლებში მოხვდა. ფაქტის მომსწრე ვებ დიზაინერი მარკუს კრანცი გახდა.

ძაღლის ხსოვნის საპატივცემულოდ, მან შემთხვევის ადგილზე მიიტანა საბმელი, რომელიც მის პირველ ძაღლს ების ეკუთვნოდა. მარკუსმა ნივთი ორ სანთელთან და ძვლის ფორმის საკვებთან ერთად ინციდენტის ადგილზე მოათავსა, ხოლო შემდეგ ამ პატარა მემორიალის ფოტოები
სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Zooclub

ამის შემდეგ, მარკუსი ირლანდიის საქველმოქმედო ორგანიზაცია "Dogs Aid"-ს დაუკავშირდა.
მათი თქმით, ძაღლს იგგი ერქვა და ის მაშველი იყო.

დიზაინერს ასევე დაუკავშირდნენ იგგის მფლობელები, რომლებმაც მემორიალის შექმნისთვის მამაკაცს მადლობა გადაუხადეს.

"ის ჩვენი ოჯახის წევრი იყო. ჩვენთვის ძალიან რთულია, მივიდეთ იმ საშინელ ადგილზე, სადაც იგგი დაიღუპა. ის იყო მაშველი. მას არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

დღეს იგგის მემორიალთან ადამიანებს მიაქვთ ყვავილები, სანთლები, ძაღლის სათამაშოები... ამ ნივთების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
Tbilisi
საწყალი იგგი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?