ინგლისში გრეიჰაუნდების რბოლა უკანასკნელად გაიმართა
ინგლისში გრეიჰაუნდების რბოლა უკანასკნელად გაიმართა
25 მარტს, ინგლისში, ცნობილ Greyhound-უიმბლდონის სტადიონზე გრეიჰაუნდების რბოლა უკანასკნელად გაიმართა. ადგილობრივი მცხოვრებლები აპროტესტებენ მშენებლობას ახალი საფეხბურთო მოედნისა, რომელიც ამავე ადგილზე შენდება.

გრეიჰაუნდების რბოლა ინგლისში ეროვნულ სიამაყედ ითვლებოდა. შეჯიბრი ადგილობრივი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო სტადიონზე დასწრება ინგლისელებისთვის უდიდესი მოვლენა იყო.

უიმბლდონის შეჯიბრი 1928 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს იმართებოდა. ამ შეჯიბრზე მთელი მსოფლიოდან ასი ათასობით მოყვარული იკრიბებოდა. რბოლის საპრიზო ფონდი 170 ათას ფუნტ სტერლინგს (214 200 დოლარი) შეადგენდა.

"დღეს ძალიან სევდიანი დღეა. ეს ადგილი დაკავშირებულია ინგლისის მთელ ეპოქასთან.  სტადიონის დახურვის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა", -
ამბობს ერთ-ერთი მაყურებელი.

"დღეს სპეციალურად მოვედი მეუღლესთან ერთად, რათა ჩემს ცოლს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს ეს
დღე", - დაამატა სხვამ.

ევროპის ბევრ ქვეყანაში გრეიჰაუნდთან ერთად ნადირობა დიდი ხანია, აკრძალულია. იმისათვის, რომ ამ ჯიშის ძაღლმა ნადირობის მოთხოვნები დაიკმაყოფილოს, "გრეიჰაუნდების რბოლამ" მექანიკურ კურდღელზე ფართო მასშტაბები მიიღო. ინგლისში პირველი შეჯიბრი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ჩატარდა. ძაღლების შეჯიბრის რეიტინგი ნაწილობრივ უფრო მაღალია, ვიდრე ფეხბურთის მატჩი.
გრეიჰაუნდების რბოლა აკრძალულია და თბილისის აქოთებულ ზოოპარკში ცხოველების გალიებში გამომწყვდევა დასაშვებია?
kievski
იქნებ ვინმემ დაწეროს რატომაა აკრძალული გრეიჰაუნდით ნადირობა. გმადლობთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?