საქართველოში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ
საქართველოში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ.

სამინისტროს ცნობით, ამჟამად, ლაბორატორიის სპეციალისტებს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში ახალი მეთოდის შემუშავებაზე სწავლება უტარდებათ.

FAO-ს წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის დანერგვის პროცესში და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ ქართველ სპეციალისტებს.

ვირუსულ-მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვას მეთვალყურეობას ისრაელის კიმრონის ვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორი ორან ერსტერი უწევს.

აღსანიშნავია, რომ სწავლების დასრულების შემდეგ, ახალი დაავადების კვლევა, როგორც თბილისის, ასევე ახალციხისა და ქუთაისის ლაბორატორიებში იქნება
შესაძლებელი.
”ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016
წლის ბოლოს დაფიქსირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგიის შექმნას ითვალისწინებს.

FAO-ს პროექტის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალურმა გუნდმა დაავადების გავრცელების რისკი შეაფასა, რის შედეგადაც, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ვაქცინაცია განახორციელა. პროექტის მეორე ნაწილი ლაბორატორიული კომპონენტის შესრულებას გულისხმობს. ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, დროულად მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება.

FAO-ს პროგრამის დასრულების შემდეგ, იგეგმება დაავადების კონტროლის სახელმძღვანელოს შექმნა. მსხვილფეხა საქონლის დაავადება - ნოდულარული დერმატიტი ახალი ვეტერინარული დაავადებაა, შესაბამისად საჭიროა დეტალური ინსტრუქცია იმისათვის, რომ დაავადების კონტროლი და აღკვეთა საჭირო პროცედურების დაცვით განხორციელდეს”, - აცხადებენ სამინისტროში.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?