როგორც ცხოველთა დაცვის ფედერაცია აცხადებს - ქუთაისში მაწანწალა ძაღლების დახოცვა იგეგმება
 როგორც ცხოველთა დაცვის ფედერაცია აცხადებს - ქუთაისში მაწანწალა ძაღლების დახოცვა იგეგმება
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების დახოცვა იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისში, ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელმა თემურ ლაჭყეპიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაჭყეპიანის თქმით, ქუთაისში, ააიპ “სპეციალური სერვისებმა” გამოიწერა 20 კგ. ინგლისური მარილი, რომლითაც ახლად შექმნილ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში ძაღლების ევთანაზია იგეგმება.

”ეჭვს იწვევს, რომ ეს მარილი გამოყენებული იქნება ძაღლების ევთანაზიისთვის. ამიტომ ვაცხადებ, რომ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში მიყვანილი ძაღლების დახოცვა იგეგმება“, - განაცხადა ლაჭყეპიანმა.

ცხოველთა უფლებების დამცველები კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლებს და ამბობენ, რომ სანარკოზე საშუალებები შეძენილი არ არის, რის გამოც მაწანწალა ძაღლებს
ოპერაციებს სანარკოზე საშულების გარშე უკეთებენ და ისინი ტკივილს განიცდიან.

“ცხოველთა დაცვის ფედერაცია ასევე მონიტორინგის უფლებას
ითხოვს, რისი საშუალებაც, მათი თქმით, ”სპეციალური სერვისების” ადმინისტრაციამ არ მისცა.

ცხოველთა დაცვის ფედერაციის ბრალდებებს ააიპ "სპეციალურ სერვისებში" უარყოფენ.

"სპეციალური სერვისების" დირექტორის გელა გაგუას თქმით, 20 კგ. მარილი არა მხოლოდ ძაღლებისთვის, არამედ მსხვილფეხა საქონლისთვის შეიძინეს. რაც შეეხება ნარკოზის გარეშე ოპერაციების გაკეთებას, გაგუა კატეგორიულად გამორიცხავს და უარყოფს ამ ბრალდებასაც.


დინგო
თუ ცხოველები ქუჩაში არიან ეს მათი ბრალი არაა , ცხოველები ბევრ ცივილიზებულ ქვეყნებშიც არიან მაგრამ იქ სათანადო ყურადღებას აქცევენ ის სამსახურები რომლებსაც ეხებათ მათი მოვლა პატრონობა! აქაც ჩამოყალიბდეს ანოლოგიური სამსახური და მიხედონ, მაინდა მაინც უნდა მოკლან? თუმცა ამათვის ეს ყველაზე ადვილი პროცედურაა!((((((
tiniko-ს
ეგ შესაბამისი სამსახურები (რომელიც დღეს საქართველოშია) მაგ ქუჩის ძაღლებს უბრალოდ დახოცავს! ასე უნდა მიხედონ თუნდაც თქვენი აზრით ხო? - ოღონდ მოაშორონ ქუჩებს! თუ რა ალტერნატიულ გადაწყვეტილებას სთავაზობთ შესაბამის სამსახურებს?!
tiniko
მაწანწალა ძაღლების საქმე ხომ უნდა მოაგვაროს შესაბამისმა სამსახურებმა, ხროვად დასეირნობენ ქუჩებში და გამვლელებს არა მარტო აშინებენ,არამედ ჰკბენენ კიდეც,ჩემს შვილიშვილს შიშით ვერ გაუვლია....მახსოვს სსრკ-ს დროს,გველმა უკბინა სამსახურში მყოფ კაცს,შეშინებულმა კაცმა არ ვიცი როგორ მოახერხა,მოკლა გველი,იმ კაცს საავადმყოფოში შხამის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს და ამ დროს 50 მანეთიანი ჯარიმის ქვითარი მიიღო,გველის მოკვლის გამო..გადაირია კაცი,მე რომ მოვეკალი გველი გადაიხდიდა ჯარიმასო? ახლაც ანალოგიური ხდება,მიხედეთ მაწანწალა ცხოველებს,სხვა სიკეთესთან ერთად ათასი ინფექციის გადამყანებიც არიან...
anna paraskevopulo
თუ ცხოველების მოვლა არ გინდათ რატომ გახსენით ცხოველთა თავშესაფარი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?