ესპანეთის კონგრესმა ძაღლებისთვის კუდის და ყურების მოჭრა აკრძალა
ესპანეთის კონგრესმა ძაღლებისთვის კუდის და ყურების მოჭრა აკრძალა
ესპანეთის კონგრესმა ძაღლების კუდისა და ყურების კუპირება აკრძალა. მემარჯვენე სახალხო პარტია, საკუთარი ხმებით შეეცადა ამ კანონს შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უმრავლესობამ პროექტს მხარი დაუჭირა. სახალხო პარტიას კანონში ცვლილებების შეტანა სურდა. კერძოდ, მონადირე ჯიშის ძაღლებზე გაეკეთებინათ გამონაკლისი, თუმცა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონგრესმა შენიშვნა არ მიიღო.

აკრძალვა ითვალისწინებს ნებისმიერ ხელოვნურ ჩარევას, რომელიც მიმართული იქნება ძაღლის გარეგნულ კორექციაზე. პატრონს არ ექნება უფლება, ძაღლს მოჭრას კუდი ან ყურები, ასევე - ამოჭრას ხმის იოგები. აკრძალულია კბილების ან ბრჭყალების დაცლაც.

გამონაკლისი შემთხვევები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარი შინაური ბინადრის
გადარჩენისთვის ჩათვლის საჭიროდ  გააკეთოს მსგავსი ოპერაცია, ისიც მხოლოდ უმტკივნეულო მეთოდით.

უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთის ზოგიერთ
ავტონომიურ გაერთიანებაში, ე.წ. კუპირების აკრძალვა რამდენიმე წელია მოქმედებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?