სტრასბურგში ცხოველების ფერმების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (+ფოტო)
სტრასბურგში ცხოველების ფერმების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (+ფოტო)
2017 წლის 4 თებერვალს ასოციაცია "269 Life France"-მა ცხოველთა ქურქების საწინააღმდეგო აქცია გამართა. ღონისძიება სტრასბურგში, კლებერის მოედანზე დადგმის სახით გაიმართა. გამვლელების თვალწინ გათამაშდა წარმოდგენა, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ყურადღების მიქცევა ქურქის ინდუსტრიის სისასტიკისადმი, რაც ყოველწლიურად ათეულ მილიონ სიცოცხლეს სპობს.

ცხოველის ქურქის ნაწარმი ბარბაროსობაა, რასაც თავს გვახვევენ ქურქის მწარმოებლები, როგორც ფუფუნების აღმნიშვნელს.

მილიონი საწყალი დედამიწელი თავის ცხოვრებას ჯოჯოხეთში, ვიწრო გალიებში ატარებს და საშინელი სიცოცხლით კვდება იმიტომ, რომ ვიღაცის ტანსაცმლის ნაწილი გახდეს.

ადამიანები თითქოს შეუგნებლად ცხოვრობენ, ეფერებიან შინაურ ცხოველებს, ამავდროულად კი სხვა
ცხოველების მკვლელობაში დაუფიქრებლად იხდიან ფულს. დახოცილი ცხოველების ნაწილების ჩაცმა 21-ე საუკუნეში ცუდი გემოვნების მანიშნებელია.

იხილეთ
ფოტოგალერეა
გალერეა
!!
თუ არავინ იყიდის უკვე გამზადებულს,ახალი ცხოველი აღარ გატყავდება წამებით.მაგრამ ესმით მართლა ცხოველებს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?