ახალ ზელანდიაში, როდეოზე ცხოველებს ცხვრის ტყავში გამოწყობილი ადამიანები შეცვლიან
ახალ ზელანდიაში, როდეოზე ცხოველებს ცხვრის ტყავში გამოწყობილი ადამიანები შეცვლიან
ახალ ზელანდიაში ჩატარდება როდეო, სადაც ცხოველებს ცხვრის ტყავში გამოწყობილი ადამიანები შეცვლიან. გამომცემლობა "The Age"-ის ცნობით, ორგანიზატორების ეს ნაბიჯი როდეოში ნამდვილი ცხვრების მონაწილეობის აკრძალვას მოყვა.

გასულ წელს ცხოველების შეცვლა სცადეს მატყლის ტომრებით, რომლებსაც თოკებით კლოუნები დაატარებდნენ. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. წელს სხვა ვარიანტი გამოიცდება: ცხვრის ტყავში გამოწყობილი ადამიანები.

ორგანიზაცია SAFE-ი, რომელიც ცხოველების ექსპლოატაციის წინააღმდეგ გამოდის, ადამიანებს ამ შეჯიბრის სრული ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

”ჩვენ გვეუბნებიან: აი, ცხოველების გამოყენების კიდევ ერთი საშუალება გართობისთვის. მათზე კი არავინ ფიქრობს”, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიანა მაკდონალდი.

როდეო -
ჩხდილოეთ ამერიკაში სპორტის ტრადიციული სახეობა, რომელიც მექსიკელ და ამერიკელ კოვბოებს შორის ჩამოყალიბდა. როდეოში შედის: ველური
ხარებითა და ცხენებით ჯირითი, ლასოთი დაჭერა და ხარის წაქცევა.

2014 წელს მეხიკომ უარი თქვა ცხოველების საცირკო სანახაობებში გამოყენებაზე. მექსიკის სხვა ნაწილებში ასეთი აკრძალვა მანამდეც მოქმედებდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?