ნორვეგიაში სელაპების დახოცვა შეწყვიტეს
ნორვეგიაში სელაპების დახოცვა შეწყვიტეს
რამდენიმე ასეული წლის შემდეგ პირველად არც ერთი ნორვეგიული კატერი არ გავა ამ სეზონზე სელაპების დასახოცად.

“ეს დასასრულია. თამაში დამთავრდა”, - განუცხადა ნორვეგიულ გაზეთ "Dagens Næringsliv"-ს (DN) სელაპებზე მონადირემ, რომელიც ამ ცხოველბს 40 წლის მანძილზე ხოცავდა.

ნადირობის აკრძალვის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რის მიხედვითაც ნორვეგიულმა ხელისუფლებამ შეამცირა სუბსიდიები სელაპების დახოცვაზე. კიდევ ერთ მიზეზი საზოგადოებრივი პროტესტი გახდა.

“ეს შესანიშნავი სიახლეა, რაც ასობით ათასი სელაპის გადარჩენას ნიშნავს. ევროპელებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ შეძლეს შეეწყვიტათ სისასტიკე სხვა რეგიონებშიც”, - აღნიშნა სონია ვან ტიხელენმა, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო
ფონდის (IFAW) რეგიონალურმა დირექტორმა.

დღეისთვის სელაპისგან დამზადებულ პროდუქტებზე აკრძალვა მოქმედებს 34 ქვეყანაში, მათ შორისაა: აშშ,
მექსიკა, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია და ტაივანი.

სტატისტიკის მიხედვით, დახოცილი სელაპების 98% 2 კვირიდან 3 თვემდე ასაკის სელაპი იყო. მათ ჯერ კიდევ ცოცხლებს აცლიდნენ ტყავს და პარალელურად, ხის ჯოხებით ქოლავდნენ.
დიდი მიღწევაა, რომ ეს საშინელება შეწყდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?