უძველესი ცირკი Ringling Bros იხურება
უძველესი ცირკი Ringling Bros იხურება
146-წლიანი მუშაობის შემდეგ, ლეგენდარულმა ამერიკულმა ცირკმა Ringling Bros-მა, რომელიც საერთაშორისო არენაზე ცნობილია, სახელით ”მსოფლიოში უდიდესი შოუ”, თავისი მოღვაწეობის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

კომპანია Feld Entertainment-ის მთავარი შემსრულებლის, კენეტ ფელდის ცნობით, 2017 წლის მაისში ცირკი ბოლო წარმოდგენას ჩაატარებს. ფელდის ცნობით, დახურვის მიზეზი ბოლო 10 წლის მანძილზე ბილეთების მოთხოვნის შემცირება, მაღალი ხარჯი ცხოველების შენახვაზე და ცხოველთა დამცველების მუდმივი პროტესტია.

”36 წლის მანძილზე ცხოველთა დამცველების განუწყვეტელი პროტესტის დამსახურებაა, რომ საზოგადოებამ თავისუფლებაშეზღუდული ცხოველების ცხოვრებას მიაქცია ყურადღება და ყველაზე დიდი და სევდიანი შოუ ველური ცხოველების მონაწილეობით,
როგორც იქნა, დასრულდა. მოვიდა ცვლილებების დრო და კარგი იქნება, თუ დანარჩენი ცირკებიც მიბაძავენ ამერიკელ კოლეგებს”,
- აღნიშნა PETA-ს პრეზიდენტმა ინგრიდ ნიუკირკმა.

2016 წლის მაისში ცირკმა სპილოების ექსპლოატაციაზე თქვა უარი და ისინი ფლორიდაში, ფერმაში გაუშვა.

ბოლო წლებში, აქტივისტების გამოძიების მეშვეობით, მთელმა მსოფლიომ გაიგო მოთვინიერებული ცხოველების კულისებს მიღმა ცხორების შესახებ, სადაც მათ სასტიკი მეთოდებით წვრთნიდნენ. 2011 წელს კომპანია Feld Entertainment-მა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო, 270 000 დოლარი გადაიხადა, თუმცა, თავი დამნაშავედ არ აღიარა და პირობა დადო, რომ პროფესიონალი მომთვინიერებლების მომზადებას დიდ ყურადღებას დაუთმობდა.

იმის შესახებ, თუ როგორ ძალადობდნენ სპილოებზე Ringling Bros-ში, მსოფლიომ ცირკის ყოფილი თანამშრომლის, მოყვარული ფოტოგრაფის გადაღებული ფოტოებიდან შეიტყო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?