”ცხოველების დამუშავების ხელსაწყოებისა და გალიების ლიკვიდაციიდან ვიწყებთ. მომავალში ბაზარში ”მორანი” ძაღლების ხორცით ვაჭრობას შევაჩერებთ”, - განუცხადა ქალაქ სონამის წარმომადგენელმა კან ვონ-დუმ გამომცემლობა "The Korea Herald"-ს.
ყოველ წელს ამ ბაზრობაზე 80 000 ცოცხალი და მოკლული ძაღლი იყიდებოდა. ჩრდილოეთ კორეაში ძაღლის ხორცის მოხმარების 33%-ი სწორედ ამ ბაზარზე მოდიოდა.
სონამის მერმა ლი ჯე მენმა მაჰათმა განდის ციტატა მოიყვანა. მან განაცხადა: ”სონამი საკუთარ თავზე აიღებს ინიციატივას შეცვალოს სამხრეთ კორეის იმიჯი,
ჩჯან ინ-იონგმა კორეის ცხოველების დაცვის ასოციაციის წარმოამდგენელმა ამ სასიამოვნო მოვლენას შემდეგი კომენტარი გაუკეთა: ”სონამმა ამგვარად დიდი ნაბიჯი გადადგა ძაღლის ინდუსტრიის შეცვლაში, მაგრამ მუდამ უნდა ვაკონტროლოთ ძაღლების ხორცის მაღაზიები ბაზარზე, რათა ვნახოთ, ნამდვილად ხდება მათი შეცვლა? ანუ შეაჩერეს თუ არა ძაღლების დახოცვა და ცვლიან თუ არა საკუთარ ბიზნესს”.
მორანის ბაზარი მსოფლიოს ცხოველთა უფლებადამცველებისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. აქ ცხოველებს სასტიკი მეთოდებით ხოცავდნენ (ელექტროშოკი, დახრჩობა, სასიკვდილო დარტყმა).