სკოლებში ბიოეთიკის გაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტეს
სკოლებში ბიოეთიკის გაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტეს
ვორონეჟის ეკოლოგიის მართვის სპეციალისტებმა ადგილობრივ სკოლებს ბიოეთიკის გაკვეთილების ჩატარება შესთავაზეს.

ბიოეთიკა არის ეთიკის ის სფერო, რომელიც შეისწავლის სიცოცხლის ბუნებრივ მსვლელობაში ადამიანის ხელოვნური ჩარევის შედეგად წარმოშობილ მორალურ პრობლემებს. ბიოეთიკა იკვლევს, როგორც გარემომცველ ბუნებას და ადამიანის დამოკიდებულებას ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთან, ასევე სვამს საკითხს, რამდენად მართებულია ადამიანის ქცევა მათ მიმართ. ბიოეთიკა არის ბიოლოგიურ მეცნიერებათა და მათ შორის მედიცინის ეთიკა.

ეკოლოგებმა ამ ინიციატივით უკვე ქალაქის ხელმძღვანელობას მიმართეს. გაკვეთილები უსახლკარო ცხოველების დახმარების საქველმოქმედო ფონდის ”სიცოცხლის უფლება” მასალების მიხედვით ჩატარდება.

ამ გაკვეთილების აუცილებლობა მოცემულ ტერიტორიაზე
ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის გახშირებამ განაპირობა. ხშირად ცხოველებს სწორედ ბავშვები აწვალებენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?