წარმოუდგენელი აღმოჩენა: მეცნიერებმა ქარვის ნატეხში დინოზავრის კუდი იპოვეს
წარმოუდგენელი აღმოჩენა: მეცნიერებმა ქარვის ნატეხში დინოზავრის კუდი იპოვეს
თქვენთვის ცნობილია გამოთქმა, რომ საუკეთესო მოულოდნელად ხდება. ვფიქრობთ, მართლაც ასეა. ჩვეულებრივ, ეს ცხოვრებისეულ სიტუაციებს ეხება, მაგრამ ახლა საუბარი სულ სხვა რამის შესახებ გვექნება.

სამეცნიერო სამყაროსთვის სპონტანურობაა დამახასიათებელი. მეცნიერები წლებს ატარებენ კვლევებში და გაუთვალისწინებელი შემთხვევები იშვიათად ახდენენ გარღვევებს. თუმცა, ხანდახან ასე მაინც ხდება.

Zooclub

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ჩინელი პალეონტოლოგი, ჩინგ ლიდა, რომელმაც ქარვის ნატეხი იყიდა.

ამ ქარვაში მეცნიერს წარმოუდგენელი სიურპრიზი ელოდა. საქმე იმაშია, რომ მასში დინოზავრის ბუმბულიანი კუდი იყო გაქვავებული და 99 მილიონი წლის წინა პერიოდს მიეკუთვნებოდა.

კუდი ეკუთვნოდა ახალგაზრდა ცელუროზავრს, რომლის
ზომა თანამედროვე ბეღურის ზომა იყო. კვლევების მიხედვით, მხატვრებმა ამ არსების პორტრეტი გააკეთს.

Zooclub

აღსანიშნავია, რომ პირველად
ისტორიაში მეცნიერებმა დინოზავრის ჩონჩხის მუმიფიცირებული ნაწილი იპოვეს. ამ დროისთვის პალეონტოლოგებს მხოლოდ დინოზავრების ეპოქაში მცხოვრები ფრინველების ფრთების ნაწილები ქონდათ მოპოვებული.

Zooclub

ეს ნამდვილი გადატრიალებაა პალეონტოლოგიაში. ჩინგ ლიდის მონაპოვარი ამტკიცებს, რომ ბევრ დინოზავრს ტანზე ნამდვილი ბუმბული ქონდა. განა გასაკვირი არ არის?

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ჩვენს პლანეტაზე. რამდენად იდუმალია და საოცარია დედამიწა!

Zooclub

Zooclub


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?