ჟირაფები გადაშენების პირას აღმოჩნდნენ
ჟირაფები გადაშენების პირას აღმოჩნდნენ
მეცნიერებმა ბოლო 30 წლის მანძილზე ჟირაფების პოპულაციის მკვეთრი დაცემა დააფიქსირეს. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 1985 წლიდან ჟირაფების პოპულაცია 155 ათასიდან 97 ათასამდე შემცირდა.

წითელი წიგნის ბოლო რედაქციაში მათი დაცვითი სტატუსი ”დაუცველით” შეიცვალა, ანუ არსებობს გადაშენების საფრთხე. სპეციალისტები ახდენენ კონსტატაციას, რომ ჟირაფების 3 თაობის მანძილზე მათი პოპულაციის შემცირება 30%-ს აღემატება.

სავარაუდოდ, დედამიწის ყველაზე მაღალი ძუძუმწოვარი თავისი საარსებო გარემოს შემცირების გამო დაზიანდა, ასევე, ბრაკონიერების მიზეზით, აფრიკაში სამოქალაქო არეულობის გამო. ცნობისმოყვარე ჟირაფები ხშირად ძალიან ახლოს მიდიან ადამიანებთან და ამიტომ ადვილად
ხდებიან მონადირეების მსხვერპლნი.

”უხმო გადაშენება” - ასე ახასიათებენ ბიოლოგები ჟირაფების პოპულაციის მკვეთრ შემცირებას. სპეციალისტები ბუნების
დაცვის საერთაშორისო კავშირიდან აღიარებენ, რომ უკანასკნელი მონაცემების ნახვით შოკირებულები არიან.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?