მარიხუანა ცხოველებისთვის -ახალი სიტყვა ვეტერინარიაში?
 მარიხუანა ცხოველებისთვის -ახალი სიტყვა ვეტერინარიაში?
ბოლო დროს ტორონტოში დიდი პოპულარობით სარგებლობს პროდუქტი შინაური  ცხოველებისთვის. ამ პროდუქტის ძირითად ინგრედიენტს მარიხუანა წარმოადგენს. მისი მეშვეობით, ცხოველის მფლობელებს თავიანთი დაავადებული  და დასუსტებული ბინადრის დახმარების იმედი აქვთ.

მაგალითად, ქალაქის ცენტრში იყიდება საკვები და მედიკამენტები, რომლებიც კანაბიდიოლს (CBD) შეიცავს. ესაა ქიმიური ნივთიერება, რომელიც მარიხუანას შემადგენლობაშიცაა. ზოომაღაციის მენეჯერის თქმით, ის იმდენად მოთხოვნადია,  რომ წარმოუდგენელი სისწრაფით იყიდება.

ვანკუვერში არსებობს სამი კომპანია, რომლებიც ცხოველებისთვის კანაბიდიოლის შემცველ  სასუსნავებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის ძირითად ელემენტს მარიხუანისგან იღებენ, დამფუძნებლების თქმით, ის არ ახდენს ფსიქოტროპულ ეფექტს და
ცხოველისთვის წარმოდგენს, როგორც ჩვეულებრივ წამალს კრუნჩხვების, სხვადასხვა ანთებითი პროცესისა და ქრონიკული ტკივილების დროს.

კანონიერია თუ
არა მსგავსი სასუსნავი ცხოველებისთვის? იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცეს, საკმარისია, გავიხსენოთ დღევანდელი მდგომარეობა კანადაში. პროდუქტის გაყიდვა, რომელიც შეიცავს მარიხუანას, ზედმიწევნით კონტროლირებადია.  მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მკურნალობის მიზნით - ექიმის დანიშნულებით და ლიცენზირებულ დისტრიბუტორთან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?