პირველად საუკუნის მანძილზე, აშშ-ს პრეზიდენტს შინაური ცხოველი არ ეყოლება
პირველად საუკუნის მანძილზე,  აშშ-ს პრეზიდენტს შინაური ცხოველი არ ეყოლება
"დონალდ ტრამპი, საუკუნე ნახევრის შემდეგ, შესაძლოა, პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელსაც შინაური ცხოველი არ ეყოლება", - წერს "Daily Mail"-ი და სტატიას ურთავს ჰარი ტრუმენის ციტატას (აშშ-ს 33 პრეზიდენტი): "თუ გინდა, რომ ვაშინგტონში შეიძინო მეგობარი, აიყვანე შინაური ცხოველი."

ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც თეთრ სახლში ცხოველი არ ჰყავდა, ენდრიუ ჯექსონი იყო. ის ქვეყანას XIX საუკუნეში მართავდა.

აშშ-ს პრეზიდენტებს ჰყავდათ სხვადასხვა სახეობის ცხოველი: კატა, ძაღლი, დათვი, ვეფხვი, კურდღელი და მინიატურული ბეჰემოტიც კი (ეს უკანასკნელი 30-ე პრეზიდენტის - კალვინ კულიჯის კომპანიონი ცხოველი იყო).
აბრაამ ლინკოლს ჰყავდა საყვარელი გოჭი და იხვი, სახელად ჯეკი, ხოლო თეოდორ რუზველტს - მაჩვი იოსია.

შინაური ბინადრები პრეზიდენტებს იმიჯის შექმნაში ეხმარებიან და ხშირად უწევენ კომპანიონობას ფოტოსესიის დროს.

ჯორჯ ბუშის შოტლანდიურ ტერიერს საკუთარი ინტერნეტ პორტალიც ჰქონდა, ხოლო უფროსი ბუშის სპანიელი მაილი იყო წიგნის ("მაილის წიგნი") მთავარი გმირი, სადაც თეთრი სახლი ძაღლის თვალით არის აღწერილი.

Zooclub

Zooclub

აშშ-ში მდებარეობს პრეზიდენტების შინაური ცხოველების მუზეუმი.

"ტრამპის რეიტინგზე შესაძლოა, ცხოველის არყოლა ნეგატიურად აისახოს", - წერს "Daily Mail"-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არაა პირველი ტრადიცია, რომელსაც აშშ-ს არჩეული ლიდერი არ ითვალისწინებს.
xo ra
ეს დებილების დინასტია რომ არ ჩაგეკრატ . ეს მსოპლიოს მასჰტაბიტ ვამპირი პრეზიდენტები . დამიჯერეტ მატი ძაგლები ასჯერ უკეტესები არიან მატზე. ტრამპს კი იმხელა სტრესი ექნება ტეტრ სახლში ერტს კიარა სამ ცხოველსაც აიკვანს სტრესის გასანეიტრალებლად ერტდროულად. კვეალზე მაგრად კი გული იმაზე მწყდება რომ რომელიგაც ქვეყნის უტვინო და ჩერჩეტი პრეზიდენტები რატომ უნდა ცვლიდნენ ჩვენს ცხოვრებას !
me var me
ტრამპის მარტო ცხოველებს კი არა ადამიანებსაც უნდა ეშინოდეთ :D
temo
ცუდია პრეზიდენტის ოჯახს რომ არ უყვარსტ სჰინაური და გარეული ცხოველები.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?