ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ბიჭები შესაძლოა, 15 000 დოლარით დაჯარიმდნენ
ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ბიჭები შესაძლოა, 15 000 დოლარით დაჯარიმდნენ
ორი მეგობარი საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც "სისასტიკის ამსახველი" ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

ავსტრალიაში მდებარე ფრეიზერის კუნძულის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოზე ასახულია, თუ როგორ დგანან ისინი კუს ბაკანზე (გარემოს დამცველების თქმით, გაურკვეველია სურათზე ცოცხალია თუ არა კუ) ისევე, როგორც სერფინგის დაფაზე.

ამ ფოტოს ცხოველთა მოყვარულებისგან ასობით ნეგატიური კომენტარი მოყვა.

Zooclub

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათი მედიის წარმომადგენლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. "Queensland Parks"-ის და "Wildlife Services"-ის წარმომადგენლებმა, არსებულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყეს. მოკვლევის მთავარი საკითხია, იყო თუ არა რეპტილია ცოცხალი, სანამ ბიჭები მის ბაკანზე
დადგებოდნენ.

"თუ აღმოჩნდება, რომ კუ ფოტოს გადაღების დროს მოკვდა, ავსტრალიის კანონმდებლობის მიხედვით, ბიჭებს დაეკისრებათ ჯარიმა
20 ათასი ავსტრალიური დოლარი ან 15 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით", - ამბობს გარემოს დამცველი.

Zooclub

ცხოველთა მოყვარულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იყო თუ არა კუ ცოცხალი, რადგან ამას ორივე შემთხვევაში ცხოველის მიმართ უდიერ მოპყრობად აღიქვამენ, მაგრამ თუ ბიჭები ცოცხალი კუს ბაკანზე დგანან, ეს კიდევ უფრო მეტი სისასტიკეა. ამასთანავე, ადგილობრივი ბუნების დამცველები უშვებენ აზრს, რომ ცხოველი ახალგაზრდების უდიერი მოპყრობის შედეგად მოკვდა.

ასევე იხილეთ:

მექსიკის პარლამენტმა გარეულ ცხოველთა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებზე აკრძალა

ტურისტები 4 000 დოლარით დააჯარიმეს ქუოკას დაცინვის და დაუნდობელი მოპყრობისთვის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?