თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან "ალგანის" დაცვის თანამშრომელმა მიუსაფარი ძაღლი სასტიკად სცემა
თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან  "ალგანის" დაცვის თანამშრომელმა მიუსაფარი ძაღლი სასტიკად სცემა
5 ნოემბერს ვარკეთილში ერთ-ერთი სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი სასტიკად გაუსწორდა შესასვლელ კართან დაწოლილ უპატრონო, მშიერ ძაღლს.

zooclub.ge უცვლელად გთავაზობთ ფაქტის მომსწრე ადამიანის კომენტარს, რომელმაც ცემის კადრები ვიდეო კამერაზე აღბეჭდა: 

"ეს ვიდეო მხოლოდ მონაკვეთია იმ საშინელი წამების, რაც რეალურად მოხდა იმ დროს. იმდენად ძალადობდა ძაღლზე და კუთხეში მომწყვდეულს სასტიკად ურტყამდა ჯოხს, რომ საცოდავმა ცხოველმა შიშისგან ჩაიფსა, მაშინაც არ მოეშვა და არ გაჩერდა.

იხილეთ ვიდეო

თავისთავად ჩავერიე, რომ შემეჩერებინა ეს საშინელება! მივიღე აგრესია მისგან, დამცირება, ლამის მეც მომიტრიალა ის ჯოხი
და აქანდაზი, რითაც ძაღლს სცემდა.
იძულებული გავხდი, გამომეძახა, პირველ რიგში, თბილისი Tbilisi City Hall's Shelter for Animals – ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი იყო ალგანის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, გავაკეთე გამოძახება და გამოვიძახე მათი ოპერატიული თანამშრომლები. თუმცა, გასაოგნებელი ის იყო, რომ ალგანის წარმომადგენლები ძალიან დამცინავად და აგრესიულად განეწყვნენ ჩემს მიმართ და მითხრეს, რომ მონიტორინგი არ უნდა გამომეძახა. აგრეთვე, აგრესია წამოვიდა მარკეტის კონსულტანტების უმეტესი ნაწილისგან, იცავდნენ თავიანთ თანამშრომელს და ჩემსკენ თითს იშვერდნენ, რომ მოცლილი ვარ და ძაღლის გამო, როგორ ავტეხე ამხელა ამბავი.

ალგანის თანამშრომლებს ვაჩვენე ვიდეო, თუმცა, იმის მაგივრად, რომ მიეღოთ ზომები, უარესად დაძაბეს სიტუაცია და კიდევ კარგი ამ დროს მოვიდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2 ეკიპაჟი. ჩემს გვერდით იმ სიტუაციაში იყო მხოლოდ ეს სააგენტო, ხოლო სხვა ყველა თავს გვესხმოდა. იყო საშინელი რეპლიკები ჩემს მიმართაც და სააგენტოს მიმართაც, ეკიპაჟის წევრები ცდილობდნენ აეხსნათ ამ ბრბოსთვის, რომ ძალადობა საჭირო არ იყო და შეეძლოთ, უბრალოდ გამოეძახათ მათი სამსახური, თუმცა, სიტუაცია იმდენად დაიძაბა და გახდა პრაქტიკულად უმართავი, რომ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციიის გამოძახება.

მანამდე სააგენტოს თანამშრომლებმა ჩასვეს საწყალი ძაღლი მანქანაში და თვითონ ცდილობდნენ მოსახლეობასთან გამკლავებას, თუმცა, უშედეგოდ. პატრულის გამოჩენამ შეცვალა სიტუაცია, შედარებით დააშოშმინა ხალხი, უკვე ალგანის თანამშრომლებმაც უკან დაიხიეს. სუპერმარკეტის თანამშრომლები კატეგორიულად იძახდნენ, რომ არანაირი ცემის ფაქტი არ მომხდარა და თითონ ის მოძალადე თანამშრომელიც უარყოფდა. მაშინვე ვაჩვენე ეს ვიდეო პატრულს, რა დროსაც მიიღეს ზომები, მომენტალურად ამოიღეს ვიდეო ჩანაწერის სრული ვერსია და საქმე მისცეს ძიებაში!!!!

იხილეთ ვიდეო

მე ჩამომართვეს ახსნა განმარტება, ველოდებით სავარაუდოდ სასამართლო პროცესს. ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს! ამ სისასტიკეს, რომელსაც ირგვლივ უამრავი ადამიანი შეესწრო, ასე არ შევარჩენ. იმდენად დაისტრესა ხალხი, რომ ზოგმა პური გადმოუგდო ძაღლს და ზოგმა ძვალი გამოუტანა. ამ საშინელებას შეესწრნენ არასრულწლოვანი ბავშვებიც. იმედი მაქვს, რომ მოხდება შესაბამისი რეაგირება ამ ქმედებაზე.


რაც მთავარია, ეს ცუგა იმყოფება ახლა მუნიციპალურ თავშესაფარში, ბატონი ნოდარ მაღრაძის მეთვალყურეობის ქვეშ. აკვირდებიან. იქ უკვე ასული იყო საპატრულო პოლიცია.
ძალიან აღელვებული ვარ და ამისი წერაც მიჭირს ახლა, თუმცა, მინდა, გაგიზიაროთ იმიტომ, რომ არცერთ მოძალადეს არ უნდა შერჩეს წამება, ზეწოლა და სასტიკი ქმედება ცხოველის მიმართ! 
მითუმეტეს იმ ადამიანისგან, რომელსაც დაცვის თანამშრომელი ჰქვია.

ძალიან დიდი მადლობა საქართველოს საპატრულო პოლიციას!!! მათ ადეკვატურად მიიღეს ეს ჩადენილი ქმედება და ერთი წუთითაც არ იყო ის მომენტი, რომ "ძაღლია რააა" ბოლომდე მიყვნენ სიტუაციას და არცერთი წამით არ დაუხევიათ უკან. ასევე უღრმესი მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, როგორც ჩემს გვერდში დგომისთვის, ასევე ცხოველის დახმარებისთვის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ იმდენად შეძრა ამ ფაქტმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთ–ერთი თანამშრომელი სოფო ცისკარიშვილი, რომ მან გადაწყვიტა გამოძიების დასრულებისთანავე ეს "ცუგა" მიიკედლოს."

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაცვის თანამშრომელი, რომელმაც უპატრონო ძაღლი სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
bebe
ამბობენ არ გაუნთავისუფლებიათო ეს ნაძირალა. ცემაში უნდა ამოხადო სული.
mimi
კიდევ კარგი იქ არ ვიმყოფებოდი ალბათ ხელჩა-რთული ბრძოლა გამართებოდა ეგ არაადამიანი
manana-sh
ცხოველთმოძულეებს მივამთავ, რატომ გაქვთ ასეთი აგრესია?! ერთხელ თუ დაფიქრებულხართ რომ მათაც სტკივათ, მათაც შიათ, ისინიც ღვთის გაჩენილები არიან? გორშიც იყო მსგავსი სიტუაცია (,,ღამის ფოტო) მაგრამ იმ ბანკის დაცვის თანამშრომელები ამ უღირსივით კი არ მოქცეულან! დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ საცოდავ ძაღს დაეხმარა, ეს სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ!
ნანა
მარტო გათავისუფლება არ კმარა ეგ დამპალი უნდა გაბუყნო ცემაში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?