ქვეყნის მასშტაბით 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი
ქვეყნის მასშტაბით 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი
სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაატარებს. მაღალი ხარისხის ვაქცინები უკვე შესყიდულია და აცრები იმ სოფლებში დაიწყება, სადაც დაავადება გამოვლინდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში უკვე ვაქცინირებულია 111 ათასი ცხოველი. მათივე ინფორმაციით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ქვეყნის მთავარი ვეტერინარის მიხეილ სოხაძის განცხადებით, ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება რისკის ზონებში. „სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. გასულ წელს მეზობელ ქვეყნებში გავრცელებული დაავადების
გამო, სააგენტომ მიიღო შესაბამისი ზომები და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრა სასაზღვრო პერიმეტრზე, რითაც აღიკვეთა ნოდულარული დერმატიტის
საქართველოში გავრცელება. პირუტყვის ჯანმრთელობის დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და ვეტერინართან აქტიური თანამშრომლობა,“ - განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

ნოდულარული დერმატიტი (Lumpy Skin Disease) მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებითა და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. დაავადება ადამიანზე არ გადადის. დაავადების გადამტანები არიან მწერები, იშვიათ შემთხვევაში, დაინფიცირებული საგნები. საწყის ეტაპზე დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ტემპერატურის მატება (41O C მდე), ცრემლდენა, ცხვირიდან გამონადენი, უქვეითდება მადა, წარმოიქმნება კვანძოვანი გამონაყარი კანზე. ავადმყოფი ცხოველი სწრაფად ხდება, უქვეითდება პროდუქტიულობა, მაკე ცხოველებში შესაძლებელია აბორტები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?