ახალგაზრდების ორიგინალური აქცია და დაგეგმილი ფოტოსესია/გაჩუქება გორის თავშესაფარში (+ფოტო)
ახალგაზრდების ორიგინალური აქცია და დაგეგმილი ფოტოსესია/გაჩუქება გორის თავშესაფარში (+ფოტო)
დღეს გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" მოხალისეების მიერ მეტად ორიგინალური აქცია მოეწყო. ამ ღონისძიების შესახებ მათ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა:

”"ჩემი წინაპარი კოსმოსშია ნამყოფი, შენი?" ;
"არ დამჩაგრო, შემიფარე";
"მოდი, თავშესაფრის თემას მივაწვეთ",
"კოჭლობით არა, შიმშილით მოვკვდები" ;
"მე ერთგული ვარ, შენ?"
"ნაგავი არ დააგდო, გიკბენ."
დღეს, "დროას" მოხალისეების ინიციატივით, ამ და სხვა მსგავსი წარწერებიანი მოსაცმელებით გამოუშვეს ძაღლები, ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრიდან.
იდეა პროექტის "ახალგაზრდები მოხალისეობისა და თემის განვითარებისთვის" მონაწილეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ქალაქის მასშტაბით პრობლემები
მოიკვლიეს. მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე ქალაქში და მათდამი აგრესიული დამოკიდებულება, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა.
"ამგვარი აქტივობით
გვინდოდა მიუსაფარი ცხოველებისადმი მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა და მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ხელშეწყობა.
მოხალისეებმა ცხოველთა თავშესაფარს საჩუქრად ერთი ტომარა პედიგრიც გადასცეს. ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა, დაგეგმილია ფოტოსესია და ცხოველების გაჩუქების აქცია ახალბაღის ტერიტორიაზე.
ასე რომ, თუ ქალაქში ასეთი ძაღლები შეგხვდათ, არ გაგიკვირდეთ <3
პ.ს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა, ვუთხრათ თავშესაფრის ხელმძღვანელს და მის ყველა თანამშრომელს მიუსაფარი ძაღლების მიმართ ასეთი მზრუნველი დამოკიდებულებისა და ასევე ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის ”.


ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის დირექტორის, თამარ აფციაურის ცნობით, ახალგაზრდებმა აქციის შესახებ სრულიად მოულოდნელად გუშინ შეატყობინეს.

”ძალიან მოხარული ვარ. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ახალგაზრდები იყვნენ. ერთი ტომარა საკვები გადმოგვცეს. მინდა, კიდევ ბევრი მსგავსი აქცია ჩატარდეს. კარგი იქნება, თუ სხვებიც მიბაძავენ”, - აღნიშნავს ქალბატონი თამარი.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი 2013 წლის აპრილში დაარსდა. თავშესაფარი მთელი ძალებით ეხმარება უსახლკარო ცხოველებს. იქ ასტერილებენ, მკურნალობენ და აბრუნებენ მიკედლების ადგილას.

ცხოველების თავშესაფარს მოსიყვარულე პერსონალი ჰყავს. ისინი თავს ევლებიან ცხოველებს. მაგრამ რთული ცხოვრების პირობებში მაინც საჭიროებენ ჩვენს დახმარებას - მათ საკვები ძალიან უჭირთ და ამჯერად ყველაზე მეტად საკვებით დახმარება სჭირდებათ! (თავშესაფრის მისამართია: მოსკოვის ქუჩა, #1.)

დაგეგმილი ფოტოსესია და ცხოველთა გაჩუქების აქცია გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს 13:00 საათზე მოეწყობა.
ისინი თქვენ გელიან!!!



იხილეთ ფოტოგალერეა

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის


გალერეა
kora
სიკეთისთვის ცხოველები ზეციური ძალებით გვლოცავენ. თუკი შეგვიძლია შევიყვაროთ, შევიფაროთ, დავეხმაროთ: მადლიერება მოვფინოთ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?