იტალიაში მიწისძვრიდან 2 კვირის შემდეგ კატა გადაარჩინეს (+ვიდეო)
იტალიაში მიწისძვრიდან 2 კვირის შემდეგ კატა გადაარჩინეს (+ვიდეო)
იტალიის ქალაქ ამატრიჩეში მიწისძვრიდან მეთექვსმეტე დღეს სამძებრო სამუშაოების დროს, ნანგრევებში ცოცხალი კატა იპოვეს. ამის შესახებ გაზეთი "Il Sole 24 Ore"-ი იტყობინება.

იტალიის ეროვნული სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დანგრეული სახლის ტერიტორიაზე იპოვეს ცხოველი, რომელმაც 2 კვირაზე მეტი გაძლო სუფთა ჰაერის, საკვებისა და წყლის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეებმა კნავილი გაიგეს. კატა პიეტრო ერთ-ერთ ადგილობრივ ვეტკლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. გადარჩება თუ არა ჯერ კიდევ უცნობია.

ამატრიჩეში მომხდარმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რამდენიმე დღის წინ ნანგრევებიდან ოქროსფერი რეტრივერი რომეო ამოიყვანეს. ის ამჟამად თავს კარგად
გრძნობს.

მაშველები განაგრძობენ ძებნას ქალაქებში: ამატრიე, აკუმოლი, პესკარა-დე-ტრონტო და არკუატა-დელ-ტრონტო. თუმცა, მათი თქმით, ნანგრევებს ქვეშ
მოყოლილთა გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ რჩება.

იხილეთ ვიდეო
manana
ღმერთო, გადაარჩინე, ცხოველები უკეთესები არიან ვიდრე ადამიანები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?