ნორვეგიაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 323 ირემი დაიღუპა (+ვიდეო)
ნორვეგიაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 323 ირემი დაიღუპა (+ვიდეო)
ხარდანგერვიდდის ეროვნულ პარკში (სამხრეთ ნორვეგია) მეხის ჩამოვარდნის შედეგად 323 მკვდარი ირემი იპოვეს.

სააგენტო BNO News-ის ცნობით, ტყის მცველმა დახოცილი ცხოველები 26 აგვისტოს იპოვა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მხოლოდ 2 დღის შემდეგ მივიდნენ.

”ჩვენებმა იქ იპოვეს 323 მკვდარი ირემი, რომელთაგან 5 სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო, ჩვენ თავად დავაძინეთ", - ამბობს გარემოს დაცვის ნორვეგიული სააგენტოს წარმომადგენელი ელინ ფოსსხანგ ოლსიო.

ყველა ირემი ნაპოვნია 50 მეტრის რადიუსის მანძილზე.


”მათი განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ირემი მეხის ერთი ჩამოვარდნით დაიღუპა. აქამდე ასეთ შემთხვევას არ
შევსწრებივართ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს უნიკალური შემთხვევაა”, - აღნიშნავს ოლსიო.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?