მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობის 2000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს
მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობის 2000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს
კურორტ ანაკლიაში, მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობის 2000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ინიციატივით გაუშვეს.

ღონისძიება მდინარე ჭურიაში თევზის გამრავლების მიზნით ჩატარდა. პროცესში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მდინარეში თევზის სხვადასხვა სახეობის გამრავლების მიზნით, დაგეგმილია ამურისა და კობრის სახეობის თევზის ლიფსიტების გაშვებაც.
saba
რა ტყუილად დაღალე კომენტარები გიორგი...
giorgi
შემეშალა. ვირთევზა კი არა, ვერცხლისებრი კობრი ქვია ე.წ. სქელშუბლას. ვირთევზა -ტრესკაა რუსულად
giorgi
ისე რომ იცოდეთ თევზი სქელშუბლა არ არსებობს. არის თევზი ვირთევზა. სქელშუბლა არის რუსულიდან ნათარგმნი, რომელიც არასწორად აიტაცა ქართულმა ენამ (არ იცოდნენ ქართული შესატყვისი, რაც დასანანია).
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?