ახალ ზელანდიაში ყველა მტაცებელ ცხოველს გაანადგურებენ
ახალ ზელანდიაში ყველა მტაცებელ ცხოველს გაანადგურებენ
ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველა მტაცებელი ცხოველი განადგურდება. ამასთან ერთად, 2050 წლისთვის ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს ოპოსუმი, დედოფალა და სხვა მტაცებლები. ამინისტია მხოლოდ შინაურ ცხოველებს შეეხება.


ნადირობა


რადიკალური პროგრამა განადგურებაზე გათვლილია 34 წელზე. ჩინოვნიკების აზრით, სწორედ ეს დრო დასჭირდება სახელმწიფოში ყველა იმ ცხოველის განადგურებას, რომლებიც ადგილობრივ ფაუნას ემუქრება.

პირველ რიგში, მტაცებლების გამო, ზარალდება კივი - უნიკალური უფრთო ფრინველი, რომელიც მხოლოდ ახალ ზელანდიაში ბინადრობს. ხელისუფლების მონაცემებით, ყოველ კვირას 20 კივი კვდება, ამჟამად მათი რაოდენობა 70 000-ზე
მცირეა. მტაცებლების გამო, სხვა ფრინველებიც ზიანდებიან: ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ყოველწლიური დანაკარგი 25 მილიონ ფრინველს შეადგენს.


ფრინველი კივი

ხელისუფლების გეგმაშია, გაანადგურონ ოპოსუმები, დედოფალები, ვირთხები და თაგვები. სპეციალისტების აზრით, ყველაზე ძნელი იქნება ქალაქში არსებული მღრღნელების განადგურება. ამასთან, ახალი ზელანდიის ტყისა და ფრინველების დაცვის სამეფო საზოგადოება ოპტიმისტურად აფასებს ქვეყანაში მავნებლებთან ბრძოლის წარმატების შანსებს.

Zooclub

მოცემულ მომენტში ცალკეული სახეობის ცხოველების განადგურებისთვის საჭირო კვლევებისთვის მთავრობამ 28 მილიონი დოლარი გამოყო. ამასთან, მოხდება ამ ცხოველების პოპულაციის კონტროლისთვის ეფექტური მეთოდების ძებნა, თუმცა, არც მათი განადგურების ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა პესტიციდები, დაივიწყებენ.

მტაცებელი ცხოველების განადგურება დიდ სისასტიკედ შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ დასაწყისში ახალი ზელანდიის ეკოსისტემა მათზე არ ყოფილა გათვლილი. კუნძულზე ადამიანის გაჩენამდე ძუძუმწოვრები პრაქტიკულად არ არსეობობდნენ.

მაორებმა (აბორიგენები, რომლებმაც პირველად დაასახლეს ეს კუნძულები) თან პოლინეზიული ვირთხები და ძაღლები მოიყვანეს. სხვა მტაცებლები მოგვიანებით ევროპელებმა შემოიყვანეს. ამ კუნძულებისთვის უცხო ცხოველებით დასახლებამ ახალი ზელანდიის უნიკალური ეკოსისტემის დარღვევა გამოიწვია, ხოლო ფრინველები გადაშენების საშიშროების ქვეშ აღმოჩნდნენ.

წყარო


Bad Robot
მტაცებელი როდესაც ეკოსისტემის ნაწილია, ზოგჯერ აუცილებელიც. რომ არა მგლები, თხები და სხვა კიკინა ეშმაკები მართლაც გადაჭამდნენ ტყეს ( დანიელ დეფოს ერთ-ერთ შეცდომად ითვლება კუნძულის აღწერა, სადაც თხები ცხოვრობდნენ ბუნებრივი მტრების გარეშე და ტყე შენარჩუნდა). რეალური ფაქტი: როდესაც იელოუსტოუნის პარკში შეიყვანეს სულ 14 მგელი, ტყის საფარი გაიზარდა 1.5-ჯერ და შეწყდა მდინარის ნაპირების ეროზია.
ss
ჩინეთის ბეღურების კამპანია გაახსენეთ ახალ ზელანდიას
salome kopadze
ნამდვილად უნდა განადგურდეს მტაცებლები ისინი ეკო სისტემას რა ტქმა უნდა უნიკალურს ემუქრებიან მატ არანაირი სარგებლობა არ მოაქვტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?