ახალ ზელანდიაში ყველა მტაცებელ ცხოველს გაანადგურებენ
ახალ ზელანდიაში ყველა მტაცებელ ცხოველს გაანადგურებენ
ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველა მტაცებელი ცხოველი განადგურდება. ამასთან ერთად, 2050 წლისთვის ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს ოპოსუმი, დედოფალა და სხვა მტაცებლები. ამინისტია მხოლოდ შინაურ ცხოველებს შეეხება.


ნადირობა


რადიკალური პროგრამა განადგურებაზე გათვლილია 34 წელზე. ჩინოვნიკების აზრით, სწორედ ეს დრო დასჭირდება სახელმწიფოში ყველა იმ ცხოველის განადგურებას, რომლებიც ადგილობრივ ფაუნას ემუქრება.

პირველ რიგში, მტაცებლების გამო, ზარალდება კივი - უნიკალური უფრთო ფრინველი, რომელიც მხოლოდ ახალ ზელანდიაში ბინადრობს. ხელისუფლების მონაცემებით, ყოველ კვირას 20 კივი კვდება, ამჟამად მათი რაოდენობა 70 000-ზე
მცირეა. მტაცებლების გამო, სხვა ფრინველებიც ზიანდებიან: ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ყოველწლიური დანაკარგი 25 მილიონ ფრინველს შეადგენს.


ფრინველი კივი

ხელისუფლების გეგმაშია, გაანადგურონ ოპოსუმები, დედოფალები, ვირთხები და თაგვები. სპეციალისტების აზრით, ყველაზე ძნელი იქნება ქალაქში არსებული მღრღნელების განადგურება. ამასთან, ახალი ზელანდიის ტყისა და ფრინველების დაცვის სამეფო საზოგადოება ოპტიმისტურად აფასებს ქვეყანაში მავნებლებთან ბრძოლის წარმატების შანსებს.

Zooclub

მოცემულ მომენტში ცალკეული სახეობის ცხოველების განადგურებისთვის საჭირო კვლევებისთვის მთავრობამ 28 მილიონი დოლარი გამოყო. ამასთან, მოხდება ამ ცხოველების პოპულაციის კონტროლისთვის ეფექტური მეთოდების ძებნა, თუმცა, არც მათი განადგურების ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა პესტიციდები, დაივიწყებენ.

მტაცებელი ცხოველების განადგურება დიდ სისასტიკედ შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ დასაწყისში ახალი ზელანდიის ეკოსისტემა მათზე არ ყოფილა გათვლილი. კუნძულზე ადამიანის გაჩენამდე ძუძუმწოვრები პრაქტიკულად არ არსეობობდნენ.

მაორებმა (აბორიგენები, რომლებმაც პირველად დაასახლეს ეს კუნძულები) თან პოლინეზიული ვირთხები და ძაღლები მოიყვანეს. სხვა მტაცებლები მოგვიანებით ევროპელებმა შემოიყვანეს. ამ კუნძულებისთვის უცხო ცხოველებით დასახლებამ ახალი ზელანდიის უნიკალური ეკოსისტემის დარღვევა გამოიწვია, ხოლო ფრინველები გადაშენების საშიშროების ქვეშ აღმოჩნდნენ.

წყარო


მერაბი
ერთი ცხოველის განადგურება მეორის ხარჯზე მემგონი ბარბაროსობაა. ხველა სულიერი არსება, ღმერთის გაჩენილია. და ამ სამყაროში ყველას თავისი ფუნქცია აკისრია. ამი დარღვევა გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს.
დაავიწყდათ?!
ავსტრალიაში კურდღლის შეყვანამ კენგურუების გადაშენების სერიოზული საფრთხე შექმნა და კიდევ სხვა უამრავი...
ნინო
რატომ მაინც და მაინც განადგურება???? დაიჭირონ და სხვა ქვეყნების ზოოპარკს მაინც მისცენ.. ან სპერილიზაცია ჩაუტარონ, თუ არ უნდათ გამრავლება...... ეს რა უბედურებაა??
giorgi
salome kopadze ცხოველების ნაცვლად შენნაირი იდიოტები რომ გაანადგურონ ყველაზე სასარგებლო იქნება ეკოლოგიისტვის და არა მარტო ეკოლოგიისთვის
დავით კვანტრიშვილი
ახალ ზელანდიაში ბიოლოგები გაწყდნენ უკვე?! დაგუგლონ მაინც ეკოსისტემის ერთი ბიორგოლის ამოვარდნა რასაც გამოიწვევს, ლამის მთელ მსოფლიოს აქვს უკვე მაგის მსგავსი ოპერაციების შედაგად მიღებული მწარე გაკვეთილი. თუ მაინც განახორციელებენ ჩანაფიქრს, კივებიც გამოვიტიროთ აქედანვე!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?