სენაკის რაიონში ახალი თევზსაშენი გაშენდება
სენაკის რაიონში ახალი თევზსაშენი გაშენდება
ბიზნესმენი ავთო წერეთელი სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში თევზსაშენი მეურნეობის გაშენებას გეგმავს.

ამ საქმეში სულ 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, რაშიც მას უცხოელი პარტნიორები დაეხმარებიან.

„გეჯეთი ულამაზესი ადგილია, სადაც საბჭოთა პერიოდშიც მოქმედებდა კომუნისტების მიერ აშენებული თევზსაშენი, რომელიც უკვე გაპარტახებული იყო.

იქ ადგილობრივი ჯიშის თევზებს ზრდიდნენ. ამ სოფელში დაახლოებით 40 ჰექტრამდე მიწა შევიძინეთ. ადგილზე ტბორები არის, მაგრამ ყველაფერი ხელახლაა მოსაწყობი და გასაკეთებელი. თანაინვესტორი უცხოური კომპანიაა. ინვესტიცია კი სულ 12 მილიონი დოლარის ოდენობისაა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ავთო წერეთლის თქმით, როგორც ყველა წამოწყება,
„სამგორი-ტბორიც“ ჯერ ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი, გაფართოებაზე კი, მომავალში იზრუნებენ.

„ვფიქრობ, რომ თევზის წარმოება საქართველოში პერსპექტიული
საქმეა. რა ჯიშის თევზს მოვაშენებთ, ჯერ არ ვიცით. ასეთ საკითხებზე ექსპერტები მუშაობენ და ყველაფერი მათ უნდა გადაწყვიტონ, თუმცა, ვიცით, რომ ეს უცხოეთიდან შემოყვანილი თევზი იქნება. ბიზნესგეგმასაც ჩვენი ნორვეგიელი და რუსი პარტნიორები ამზადებენ და დეტალებზე ჯერ ვერ გესაუბრებით. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ანუ „სამგორი ჯგუფს“, ამ მეურნეობაში 50%-იანი წილი ექნება. ორ კვირაში ჩვენი ბიზნესპარტნიორები ჩამოვლენ და დეტალებს შემდეგში გავახმაურებ“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ავთო წერეთელმა.

ხათუნა ჩიგოგიძე


BPN
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?