ძაღლებს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეთ
ძაღლებს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეთ
ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თხა ისეთივე აზრიანი, ჭკვიანი და მეგობრულია, როგორც ძაღლი. კვლევის შედეგი ჟუნალში "Biology Letters"-ში გამოქვეყნდა.

აღმოჩნდა, რომ თხა ადამიანთან ურთიერთობისას ისევე რეაგირებს, როგორც ძაღლი. ის თვალებში აკვირდება ადამიანს და მის მოფერებასა თუ მითითებებზე ადეკვატურად მოქმედებს.

თხებმა არასაზრიანი ცხოველის რეპუტაცია დაიმსახურეს, რადგან ყველაფერს ღეჭავენ, რაც კი მოხვდებათ. ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თხა არა მარტო ძალიან ჭკვიანია, არამედ მას შეუძლია სხეულის ჟესტებით ადამიანთან საუბარი ისევე, როგორც ძაღლს.

მკვლევარების თქმით, თუ თხას აჩვენებ საკვებს, რომელთან მიახლოებაც მისთვის შეუძლებელია, ის საკვებიდან
ყურადღებას ადამიანზე გადაიტანს, დახმარების თხოვნის მიზნით. სწორედ მსგავსი კომინიკაციური სტრატეგია აღმოაჩინეს ძაღლებში რამდენიმე წლის წინ.

ექსპერიმენტის ფარგლებში, 32 თხა გადაანაწილეს ოთახებში, სადაც ყუთში მოთავსებული სასუსნავები იყო. ცხოველების ნაწილს ოთახში სპეციალისტები ახლდათ. ამ შემთხვევაში, თხები დაჟინებით უყურებდნენ ადამიანს თვალებში, დახმარების მიზნით.

ცდამ აჩვენა, რომ ისევე, როგორც ძაღლები, თხებიც კომფორტულად და მეგობრულად გრძნობენ თავს პატრონებთან ერთად.

ასევე იხილეთ:

კინოფობია - თვითგადარჩენა თუ ძაღლების შიში?

მეცნიერებმა შექმნეს წამალი, რომელიც ძაღლებს 5 წლით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?