არის თუ არა საქართველოში გავრცელებული ტარანტული სიცოცხლისთვის საშიში?
არის თუ არა საქართველოში გავრცელებული ტარანტული სიცოცხლისთვის საშიში?
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ობობა ტარანტული გამოჩნდა.

როგორც zooclub.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნინო მამუკაშვილმა განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოში გავრცელებული ტარანტულის სახეობა ადამიანებისა და ცხოველებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტარანტული ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო, „ობობა-მგელს“
უწოდებენ. ყველა ტარანტული მეტნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

Lycosa singoriensis - იგივე რუსული
ტარანტული, გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-დან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით. ისინი არ ჯგუფდებიან.

Zooclub

ტარანტული მეტად აგრესიული ობობაა იმ შემთხვევაში, თუ მის დაჭერას ეცდებით. ვინაიდან შხამიანია, მისი კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. როგორც წესი, ადამიანს თავს არ ესხმის.

როგორ მოვიქცეთ ტარანტულის კბენის შემთხვევაში? დაავადებათა კონტროლის ცენტრი შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:

• მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საპნით. კანი ძლიერ არ დაიზილოთ;
• დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკური საშუალებით;
• დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი;
• შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა;
• შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
• მიიღეთ ბევრი სითხე - ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას;
• ალერგიული რეაქციის შემთხვევაში - მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;
• იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ამრიგად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციის თანახმად, ამ სახეობის ტარანტული საქართველოს ტერიტორიაზე ყოველთვის ბინადრობდა. ბოლო პერიოდში მისი რაოდენობის მატება არ შეინიშნება. შესაბამისად, მოსახლეობისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის

irinka
ვაიმეე აი კომენატრებს ვკიტხულობ და ზოგზე მაგრა მეცინებაა თქვენ ფალანგს დანახვაზე ჩაიფსავთ ალბათ
კატო
მისი ნაკბენი არ არის სიცოცხლისთვს საშიში ასე რომ ნუ პანიკდებიტ. კბენის პროცესი მტკივნეულია ნამდვილად გამოცდილი მაქვს თუმცა ისეთი მისტიური და ბუსუსნები არიან უნდა ვიყიდო ერთი ცალი.
მედეა -ს
მიმართეთ ყველას! გადაიღეთ ფოტო, ვიდეო. მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ( http://www.ncdc.ge/Home/Index ) , მიმართეთ მედიას.
ნემო
ზოგს კალიების ფობია აქვს, ზოგს გველების და კიდევ ბევრის. ფობია-ხალხის გამუქებული ისტერიკების სმენას მირჩევნია ოფიციალური ვერსია მოვისმინო სახელმწიფო უწყების. რამე რომ იყოს საშიში ზომებს მიიღებდნენ. ასეთი დიდი ობობები საქარტველოში იყვნენ მაგრამ არაშხამიანები და არააგრესიულები.გაიკითხეთ ცოტა მცოდნე ხალხში. დიდი ზომისეი, მარა არ იკბინიებიან. რაღაც განსაკუტრებული შემოსევა კი არ არის ეხლა და გეყოთ ეს იტერიკა. ბოლო-ბოლო სულელები არ სხედან ქვეყანაში რომ რამე ახალგაჩენილ შხამიანებს არ დააკბენინონ მოსახლეობა.
ობიო ფობია
დღეს ღამით დაახლოებით 4 საათზე კუს ტბაზე ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცი პირდაპირ ფეხებტან გადმოგვირბინა უზარმაზარმა ამ სახეობის ობობამ რომლის ფოტოებიც ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება საკმაოდ დიდ ხანს ვაკვირდებოდით ამ ზომის ობობა ცხოვრებაში არ მინახავს ეგზოტარიუმის გარეთ. რაც შეეხება იმას რომ აქამდეც ბინადრობდა საქართველოში ამ ჯიშის ტარანტული ობობა სიცრუეა წაიკითხეთ ხალხნო ინტერნეტში ადვილად ხელმისაწვდომია იმფომრაცია იმაზე რომ საქართველოში არასდროს გამოჩენილა ამ ზომის ობობები ეპიდემიის წინაშე ვდგავართ თუ რამე სახის ზომები არ მიიღეს უპრო მეტად გავრცელდებიან და აგვისტოში მიაღწევს პიკს ნუ ავრცელებთ ტყუილ იმფორმაციას რომ აქამდეც იყო და ეს არ არის ახალი და არც მომრავლება შეინიშნება უბრალოდ ცდილობენ რომ ხალხში პანიკა არ გამოიწვიონ სასწრაფოდ ზომების მიგებაა საჭირო ეს არის ხელოვნურად გავრცელებული არ ვიცი ვის ინტერესებს ემსახურება მაგრამ ფაქტია. იმ კატეგორიის ხალხმა რა ქნას რომელსაც ფობია აწუხებს და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ნაკბენი მოკლავს თუ უბრალოდ ზედ აცოცება ამ საშინელი არსების... სასწრაფოდ მიიგეთ ზომები თორემ აგვისტოში ეს საშინელება პიკს მიაღწევს !
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?