მეთ დეიმონი და ჰოაკინ ფენიქსი ჩინეთში მცხოვრები ძაღლების დასაცავად გაერთიანდნენ
მეთ დეიმონი და ჰოაკინ ფენიქსი ჩინეთში მცხოვრები ძაღლების დასაცავად გაერთიანდნენ
მეთ დეიმონიმ, ჰოაკინ ფენიქსიმ, ქეითიმ და რუნი მარამ გააერთიანეს ძალები, რათა ჩინეთში მცხოვრები ძაღლების უფლებები დაიცვან. მსახიობები მუშაობენ პროექტის Animal Wellness Project -ის დამფუძნებელ მარკო ჩინგთან ერთად. მათი მიზანია ბრძოლა "იულინის ძაღლების ფესტივალის" (Yulin Dog Meat Festival) წინააღმდეგ.

"არ აქვს მნიშვნელობა ამერიკელი, აზიელი, კანადელი თუ ბრიტანელი ხარ, მთავარია, იყო ადამიანი. ჩვენი ვალია შევაჩეროთ ძალადობა ცხოველებთან მიმართებაში. ჩინეთში არსებობს მოსაზრება, თუ ძაღლს სცემ ანუ მის ხორცს ცოცხლად დაბეგვამ, მისგან მომზადებული სადილი უფრო გემრიელი და ჯანმთელობისთვის სასარგებლო იქნება. ეს დაუშვებელი სისასტიკეა, რომლის
წარმოდგენაც კი საშინელ შეგრძნებას იწვევს."- წერია განცხადებაში, რომელიც შედგენილია მსახიობების მიერ.

ფესტივალი 2010 წლიდან იმართება
ჩინეთის ქალაქ იულინში. პარალელურად სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც ცხოველთა დამცველებთან ერთად რიგითი მოქალაქებიიც იღებენ მონაწილეობას. ადგილობრივი ჩინელი ცხოველთადამცველები კი სიცოცხლის რისკის ფასად ათავისუფლებენ სადილად გამზადებულ ძაღლებს.

ასევე იხილეთ:

ჩინეთის ხელისუფლებას გადაეცა პეტიცია "ძაღლის ხორცის" ფესტივალის აკრძალვის მოთხოვნით

ცხოველთა დამცველებსა და ძაღლის ხორცით მოვაჭრეს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?