ცნობილი "მომღიმარი ბულდოგი" შესაძლოა პატრონს ჩამოართვან
ცნობილი "მომღიმარი ბულდოგი" შესაძლოა პატრონს ჩამოართვან
რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია "მომღიმარი ბულდოგის" შესახებ, რომელიც პატრონმა ნიუ-ჯერსის ერთ-ერთი თავშესაფრიდან აიყვანა. მან სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული დაიმსახურა, თუმცა, პატრონისა და მომღიმარი ძაღლის ერთად ყოფნის სასიხარულო თანაცხოვრება შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს.

"მეზობლების მხრიდან არაერთი საჩივრის შემდეგ სამართალდამცველებმა ძაღლის წარმომავლობა შეამოწმეს და როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმ რაიონში, სადაც პატრონი და მისი შინაური ბინადარი ცხოვრობს, 25 წელია,  ამ ჯიშის ყოლა აკრძალულია." - წერს News.com.au-ი.

შემოწმებისას დადგინდა, რომ ძაღლი დიგი პიტბულტერიერის მეტისია. პოლიციამ პატრონს განუცხადა, თუ მოკლე
პერიოდში ძაღლისთვის სხვა საცხოვრებელ ადგილს ვერ იპოვის, მისი ევთანაზია (სამუდამო დაძინება) მოუწევს.

თავშესაფრის დირექტორი, საიდანაც
დიგი აიყვანეს, იწრმუნება, რომ ძაღლის წარმომავლობა არასწორედ დაადგინეს და ის სუფთა სისხლის ბულდოგია.

სამართალდამცველების თქმით, თუ პატრონი დაამტკიცებს, რომ მისი ბინადარი ნამდვილად ბულდოგის ჯიშის ძაღლია, შეეძლება ცხოველის დატოვება.

იხილეთ ამბის დასაწყისი:

მომღიმარმა ბულდოგმა ინტერნეტი დაიპყრო
lia
პრობლემა სუფთა სისხლში კი არ არის, შესაძLოა ბულტერიერი არის აკრძალული, ვინაიდან ეს ძაღლი ძაღლების ბრძოლებისათვისაა გამოყვანილი
nino
რა საზიზგრობაა იმის გამო რომ სუფტა სისხლი არაა არ შეიძლება ყოლა, რა ამპარტავნებიტ იქნება დასახლებული ეგ უბანი :(
nini
რა უაზრო კანონია.რა მნიშვნელობა აქვს ჯიშს თუ ძაღლი კარგი ზნისაა
Turmana
აუ რა ცოდოააა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?