ჩინეთის ხელისუფლებას გადაეცა პეტიცია "ძაღლის ხორცის" ფესტივალის აკრძალვის მოთხოვნით
ჩინეთის ხელისუფლებას გადაეცა პეტიცია "ძაღლის ხორცის" ფესტივალის აკრძალვის მოთხოვნით
ცხოველთა დამცველებმა პეკინის (ჩინეთი) სამთავრობო უწყებაში გაგზავნეს პეტიცია 11 მილიონი ხელმოწერით. ისინი ითხოვენ ქალაქ უილინში გაუქმდეს ყოველწლიური ძაღლის ხორცის ფესტივალი.

BBC-ის ცნობით, აქტივისტები მთავრობის შენობასთან მივიდნენ თავიანთ ოთხფეხა ბინადრებთან ერთად და გამოხატეს პროტესტი. მათ ეჭირათ ტრანსფარანტები შემდეგი ტექსტით - "მე თქვენი სადილი არ ვარ."

უილინის ფესტივალი 21 ივნისს იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და კორეაში ძაღლებს საკვებად საუკუნეებია იყენებენ, ეს ფესტივალი სულ რამდენიმე წელია არსებობს.

BBC-ის კორეპონდენტი აღნიშნავს, რომ ჩინეთში სიტუაცია დღითიდღე იცვლება და ცხოველებს უფლებები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
The Washington Post-ის ინფორმაციით, აზიის ტერიტორიაზე ყოველწლიურად საკვებად კლავენ 30 მილიონ ძაღლს.

ადგილობრივი ცხოველთა დამცველების
თქმით, ფესტივალისთვის პატრონიან ძაღლებს იპარავენ ან ქუჩიდან მაწანწალა ძაღლები აყავთ. სანამ ფესტივალი დაიწყება, მათ საშინელ პირობებში ამყოფებენ - რამდენიმე დღის განმავლობაში, პატარა გალიებში ათეულობით ძაღლია მოთავსებული, რომლებიც შიმშილითა და წყურვილით იტანჯებიან.

ფესტივალის ორგანიზატორები თვლიან, რომ ძაღლის კერძად გამოყენება, არ განსხვავდება იმ ცხოველებისგან, რომლებსაც მთელ მსოფლიოში საკვებად მიირთმევენ.

მიუხედავად ყველაფრისა, უილინის ხელისუფლება ფესტივალთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მას კერძო პირები საკუთარი ხარჯებით მართავენ.

ასევე იხილეთ:

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს

ცხოველთა დამცველებსა და ძაღლის ხორცით მოვაჭრეს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა

სამხრეთ კორეაში 200-ზე მეტი ძაღლი შეჭმას გადაარჩინეს

912
მერე ჩინეთის ხელისუფლება გადმოუგზავნის ამათ ღორის ხორცის ფესტივალების აკრძალვაზე თხოვნას
Merabi
ჩინელები საზიზღარი ხალხია უნდა გაწყვტო ისედაც ბევრი არიან.
ირმა
ცეცხლი ჭამონ ნავთი დააყოლონ.ზედ უნდა დააკლა ძაღლიჭამიები ძაღლებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?