თბილისში, 13 ივნისის წყალდიდობას გადარჩენილი სამი ბელი საბერძნეთის ნაკრძალში გაუშვეს (+ფოტო & ვიდეო)
თბილისში, 13 ივნისის წყალდიდობას გადარჩენილი სამი ბელი საბერძნეთის ნაკრძალში გაუშვეს (+ფოტო & ვიდეო)
შარშან, თბილისის წყალდიდობის შემდეგ, ქალაქის ქუჩებში ნაპოვნი სამი ბელი თბილისიდან ჩრდილოეთ საბერძნეთის ნაკრძალში მოხვდა. მათ 1700 მილის გავლა დასჭირდათ ამ თავისუფლების მოსაპოვებლად.

დაობლებული ბელები, სახელად ჯორჯია, მოლი და ლუიზა, მხოლოდ სამი თვის ასაკის იყვნენ, როცა თბილისის საშინელი წყალდიდობის შემდეგ, სანაგვე ყუთში აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაციის შედეგად, ისინი ძაღლების მუნიციპალურ თავშესაფარში გაგზავნეს, რადგან არ არსებობდა მეტი დაწესებულება, რომელიც მათ შეიფარებდა.

‘’მეიჰიუ ინთერნეშენალმა’’, გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა მეიჰიუს ცხოველთა სახლის მზარდმა ფილიალმა, რომელიც ჩართულია ცხოველთა კეთილდღეობისა და ვეტერინარული ტრენინგების საკითხებში თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, დაუყოვნებლივ წამოაყენა
დახმარების იდეა და დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს სურსათის სააგენტოსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე
თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან, რათა უზრუნველეყო ბელების უსაფრთხო გადაყვანა და მათი საქართველოდან გაყვანისთვის საჭირო ყველა სახის დოკუმენტი.

მეიჰიუს დიდსულოვანი მხარდამჭერების მიერ გაღებული 6 800 ფუნტი ბელებს მოხმარდა. მათ შეუძინეს სათამაშოები, დამატებითი დიეტური საკვები, რომელიც მოიცავდა თევზს, ახალ ხილს, თხილს, თაფლსა და კენკრას. თანხა ასევე მოხმარდა მათთვის სპეციალური საზამთრო ბუნაგების აშენებას, რათა ზამთრის ცივ თვეებში თბილად ყოფილიყვნენ. შემოწირულობა დაიხარჯა IATA გალიების განბაჟებაზე მათი ტრანსპორტირების დროს, ისევე როგორც ავტომანქანების დაქირავებასა და ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე, რასაც ითვალისწინებს CITES რეგულაციები. თანხის დანარჩენი ნაწილი მოხმარდება მათზე ზრუნვას უკვე ახალ სამყოფელში, ჩრდილოეთ საბერძნეთში.

როგორც მეიჰიუს ცხოველთა სახლის აღმასრულებელმა ოფიცერმა, ქეროლაინ იეითსმა განაცხადა, ისინი ძალიან გახარებულები არიან, რომ საბოლოოდ მოახერხეს, დათვის ბელებისთვის უკეთესი საცხოვრებელი და გარემო შეექმნათ და ცხოველებმა დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად ჩააღწიეს.

მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური თავშესაფის გარემო ნამდვილად არ იყო ბელებისთვის შესაფერისი, რადგან იქ უსახლკარო ძაღლები არიან.

- ჩვენი მხარდამჭერები წარმოუდგენლად დიდსულოვნები აღმოჩნდნენ და უხვად გაიღეს შემოწირულობა... ჩვენ წარმოუდგენლად მადლიერნი ვართ მათ მიმართ, - აცხადებს ქეროლაინი.

- მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მარიამ მრევლიშვილს, მეიჰიუს პროექტის კოორდინატორს საქართველოში, ისევე, როგორც მოხალისეებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს დათვებზე ზრუნვისა და თბილისის მთავრობის წარმომადგენლებთან კონტაქტის მხრივ, რათა ბელების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა სახის დოკუმენტაცია მოეწესრიგებინათ... გვსურს, დიდი მადლობა ვუთხრათ საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და კონსერვაციის კვლევის ცენტრს დახმარებისთვის, რჩევისა და ბელების კეთილდღეობაში შეტანილი წვლილისთვის, - აცხადებს ქეროლაინი.

მეიჰიუს ცხოველთა სახლი ეძებდა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც დაეხმარებოდნენ დათვებს. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Born Free Foundation-მა გამოთქვა დახმარების სურვილი და დაიწყო თანხების შეგროვება ბელების გასამგზავრებლად და მოსავლელად დათვებისა და მგლების არქტუროს ნაკრძალში.

ქართველების ჯგუფი და Born Free ორგანიზაციის ვეტერინარი, ექიმი ჯონ ნაითი ეწვივნენ თბილისის ზოოპარკს, რათა მოემზადებინათ დათვები ტრანსპორტირებისთვის. 2016 წლის 13 მაისს, დათვები, ექიმთან ერთად გაფრინდნენ სპეციალური ჩარტერული რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თესალონიკში, საიდანაც ნაკრძალამდე სამი საათი იმგზავრეს.

ამჟამად ბელები ცხოვრობენ დიდ, ახალ, დათვების გალიაში, რომელიც მათ მიაჩვევს გარემოს, სადაც ბევრი რამაა ბუნებრივი. ისინი რეაბილიტაციას გაივლიან, რის შემდეგაც გაშვებულ იქნებიან ნაკრძალში, რათა ჩვეულებრივი დათვური ცხოვრებით იცხოვრონ. ამ სამ გოგონას მეოთხე ბელი, პატრიკიც შეუერთდება.

მეიჰიუს ცხოველთა სახლი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციაა ლონდონში, რომელიც ათასობით ძაღლსა და კატას ეხმარება ცუდი ცხოვრებიდან თავის დაღწევაში.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა


Zooclub

სპეციალურად ZooClub.ge-სთვის მოამზადა თეო ბითაძემ.
გალერეა
თეო
დათუჩებო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?