სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეცხვარეებთნ შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეცხვარეებთნ შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად მეცხვარეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მეცხვარეობის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, თურქული და ჯილეხი.

”სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი და ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან აიცილეს წვრილფეხა პირუტყვის ჭირის გავრცელება, რომელიც აღმოსავლეთ
საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირდა. უახლესი მონაცემებით, მილიონ 400 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული. 2015 წლის
ნოემბრიდან მიმდინარეობს წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 100 ათასამდე ცხოველია იდენტიფიცირებული. წლის ბოლომდე 700 ათასი პირუტყვის იდენტიფიკაციაა დაგეგმილი, რაც ცხოველის მიკვლევადობას და ექსპორტის წახალისებას შეუწყობს ხელს. 2015 წელს ცხოველთა გადასარეკ ტრასებზე მოეწყო 2 ბიოუსაფრთხოების პუნქტი. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 8 ასეთი პუნქტის აშენება”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გადასარეკ ტრასებზე ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა ცხოველების ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებების გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს.

„მეცხვარეობის დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დარგის წარმომადგენლებთან. ცხოველთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. აღსანიშნავია, რომ გაფართოვდა ექსპორტის გეოგრაფიული არეალიც“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, წელს 28 500 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა არაბეთში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში პირველად გავიდა ქართული ცხვარი. ქართული ცხვრით დაინტერესდა ბაჰრეინის სამეფოც. ამჟამად მოლაპარკებების პროცესი მიმდინარეობს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?