ერაყში ძაღლმა სპეცდანიშნულების რაზმი სიკვდილისგან იხსნა
ერაყში ძაღლმა სპეცდანიშნულების რაზმი სიკვდილისგან იხსნა
ბრიტანეთის სამხედრო სპეციალური დანიშნულების საჰაერო ძალებმა გერმანული ნაგაზი გმირად გამოაცხადა. ძაღლმა ისინი ექსტრემისტების თავდასხმისგან დაიცვა.

ინციდენტი მოხდა, როდესაც ბრიტანელი ჯარისკაცები სამხრეთ ერაყისკენ ბაზაში ბრუნდებოდნენ. ამ დროს კოლონა ჩასაფრებული მტრის ალყაში აღმოჩნდა და ერთ-ერთი სამხედრო მანქანა ნაღმზე აფეთქდა.

ჯარისკაცები იძულებლნი გახდნენ დაზიანებული მანქანებიდან გადმოსულიყვენენ და სწორედ ამ დროს ცეცხლი გახსნა 50-მდე შეიარაღებულმა ექსტრემისტმა.

გარკვეულ მომენტში, გერმანული ნაგაზი, რომელიც სამხედრო კოლონასთან ერთად იმყოფებოდა, უეცრად გამოვარდა სამალავიდან და თავს დაესხა ორი ექსტრემისტს. ცხოველმა ისინი აიძულა გაქცეულიყვენენ.

იმ დროს,
როცა სხვა ექტრემისტები ძაღლის მოკვლას
ცდილობდნენ, სამხადროების დასახმარებლად მისული დამხმარე საჰაერო ძალა ჩაერთო.

"წვრთნების დროს ძაღლი ყოველთვის სამხედროებთან ერთად იმყოფებოდა. როცა ექსტემისტები თავს დაგვესხნენ, მან თავისი სიცოცხლის რიკის ფასად დაგვიცვა. ის არ ფიქრობდა საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან მისი მთავარი მიზანი ჯარისკაცების დაცვა იყო."-ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.

ბაზაში დაბრუნების შემდეგ, ძაღლს გმირის წოდება მიანიჭეს. ამასთანავე, გემრიელობებითაც დააჯილდოეს.

ასევე იხილეთ:

ომში ნაპოვნი ლეკვი სამხედრომ თავის ქვეყანაში წაიყვანა

ჯარისკაცი 3 წლის შემდეგ შეხვდა ძაღლს, რომელთან ერთადაც იბრძოდა

კატები ომში
გიორგი
ცუგა, კარგი ცუგა, მოვეფერებოდი, ახლოს რომ იყოს...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?