ვეტერინართა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ზოოპარკში შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდა
ვეტერინართა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ზოოპარკში შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდა
საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაიმართა. საერთაშორისო პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ქვეყნის ვეტერინარები შეიკრიბნენ.

ღონისძიებაზე შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდა. ვეტერინარებმა ცხოველთა მეპატრონეებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს.

სააგენტოს ინფორმაციით, წელს ვეტერინარების საერთაშორისო დღის სლოგანია - "უწყვეტი განათლება ერთიანი ჯანმრთელობის დასაცავად".

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ქვეყნის მთავარი ვეტერინარის მიხეილ სოხაძის განცხადებით, ვეტერინარების პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა პროფესიის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რაც პროფესიონალი კადრების წახალისებას შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველების ჯანმრთელობის დასაცავად, რაც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის წინაპირობაა.

ვეტერინარიის საერთაშორისო დღე მსოფლიო ვეტერინარიის ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?