ქართველი ვეტერინარები და უცხოელი ექსპერტები ბრუცელოზის კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებზე მსჯელობენ
ქართველი ვეტერინარები და უცხოელი ექსპერტები ბრუცელოზის კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებზე მსჯელობენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები სტუმრობენ. ისინი ქართველ ვეტერინარებს ბრუცელოზის პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, ტარდება სასწავლო ტრენინგები დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მაისიდან იწყებს. ბრუცელოზის კონტროლისა და ზედამხედველობისათვის მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების გამოცდილება“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.
ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც ცხოველი, ასევე ადამიანი. ბრუცელოზის მასიური ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო, შემუშავდა ოთხწლიანი სტრატეგია და გამოიკვეთა პრობლემური რეგიონები,
სადაც მიმდინარე წელს დაიწყება ცხოველების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა).
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?