მაშველები ყინულებში მომწყვდეული ვეშაპების განთავისუფლებას ცდილობენ
მაშველები ყინულებში მომწყვდეული ვეშაპების განთავისუფლებას ცდილობენ
19 აპრილს სახალინის სამაშველო განყოფილებაში შევიდა ცნობა, რომ სახალინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე სოფელ სტაროდუბსკოეს რაიონში ყინულმა ოთხი ვეშაპი მოიმწყვდია.

ადგილზე მცირე ტევადობის სამაშველო ნავი გაგზავნეს. მაშველებს ოთხიდან ორი ვეშაპისთვის პირობითი აუზის გაკეთება და მათ გარშემო სივრცის ყინულისგან გასუფთავება დაევალათ. პირველ რიგში, ეს უზრუნველყოფს ვეშაპების თავისუფალ მოძრაობას.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ: მაშველები, სპეციალისტები, რეგიონალური ბუნების დაცვის თანამშრომლები და თევზჭერის კომპანიის მუშაკები.

უახლოეს პერიოდში ისინი ვეშაპების გადარჩენის შანსებს შეაფასებენ.

ასევე იხილეთ: "სახალინზე ყინულში მომწყვდეული ვეშაპები გადაარჩინეს"

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?