ჟანა ფრისკეს საყვარელი ლაბრადორი სიმსივნით დაავადდა
ჟანა ფრისკეს საყვარელი ლაბრადორი სიმსივნით დაავადდა
"გარდაცვლილი რუსი მომღერლი, ტელეწამყვანისა და მსახიობის საყვარელი ლაბრადორი პატრონის მსგავსად სიმსივნით დაავადდა", - წერს LifeNews -ი. ფრისკეს მამის თქმით, 5 წლის ლაბრადორს სიმსივნემ დაუზიანა ლიმფური სისტემა. პატრონის გარდაცვალება ძაღლმა საშინლად განიცადა, ის მთელი დღეები იწვა თავის საწოლში, უარს ამბობდა სეირნობაზე, ამასთანავე, რამდენიმე დღე საკვებსა და წყალს არ იღებდა. 

ფრისკეს ოჯახის წევრები თანხასა და ენერგიას არ ზოგავენ, რათა მომღერლის საყვარელი ძაღლი გადაარჩინონ. ცხოველი საუკეთესო ვეტერინარებთან მკურნალობს, ასევე, უტარდება ქიმიო თერაპიაც.

ლაბრადორი ულისი ჟანა ფრისკემ 2010 წელს აიყვანა. ის ყოველთვის თან დაყვებოდა
პატრონს მოგზაურობის დროს და ხშირად იღებდა მონაწილეობას ფოტოსესიებში.

მომღერალი 2015 წელს 41 წლის ასაკში თავის ტვინის
სიმსივნით გარდაიცვალა.

რუსუდანი
ლაბრადორი ყველაზე ერთგული ძაღლია ადამიანის.ეს ფაქტია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?