ქალაქ გორში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართა (+ფოტო & ვიდეო)
ქალაქ გორში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართა (+ფოტო & ვიდეო)
დღეს, 4 აპრილს, უსახლკარო ცხოველთა დაცვის დღე საქართველოს მასშტაბით აღინიშნა.
ქალაქ გორში მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ინიციატივით ახალბაღის ტერიტორიაზე, ცენტრალურ შესასვლელთან 16:00 საათზე ძაღლებისა და ლეკვების გაჩუქების აქცია ჩატარდა.

აქციის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უსახლკარო ცხოველებს. მათ ფერადი პლაკატებით გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება მიუსაფარი არსებების მიმართ.

აქციაზე გაყვანილი 8 ლეკვიდან და 5 ძაღლიდან გაჩუქდა 3 ლეკვი და 1 ძაღლი.

ღონისძიებას ქ. გორის მერიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ როსებაშვილი და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

აქცია გააშუქეს "თრიალეთისა" და "დიას" ტელევიზიებმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ
ვიდეო


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?