ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება
ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება
თბილისის ზღვაზე ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე შემოღობილია.

,,GIZ-ის გრანტით იწყება დათვებისა და მგლების ვოლიერების მშენებლობა, რასაც მოჰყვება ირმებისა და ნიამორების ვოლიერების მშენებლობა.

ზოოპარკის კონცეფცია ,,არუპ ჰასელის” მიერაა მომზადებული. რაც შეეხება სქემას, მასზე ჰოლანდიელმა არქიტექტორმა ერიკ ფონ ფლიტმა იმუშავა”, - განაცხადეს მერიაში.

აღნიშნული სქემის მიხედვით, ახალი ზოოპარკის სამუშაოებისთვის დაახლოებით 40 000 000 აშშ დოლარია საჭირო.

სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.


ქრისტინე გამთენაძე BPN-სთვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?