უსახლკარო ცხოველების უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა
უსახლკარო ცხოველების უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა
უსახლკარო ცხოველების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ცხოველთა უფლებების დაცვა. მათ აქციაზე მიტანილი ჰქონდათ შესაბამისი სიმბოლური ბანერებიც.

"დღეს საქართველოში არანაირი კანონი და ბერკეტი არ არსებობს, რომელიც დაიცავს უსახლკარო ცხოველებს. არ უნდა ხდებოდეს ცხოველთა დაძინება. სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა ფინანსდებოდეს უკონტროლოდ გენოციდი. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონში. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გვაქვს არანაირი უფლება, ვაწარმოოთ ზედამხედველობა თავშესაფართან. უნდა ამოქმედდეს მუხლი, რომელიც დაიცავს ცხოველთა უფლებებს და ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოგვცემს საშუალებას ვაწარმოოთ მონიტორინგი თავშესაფრებზე", -
განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით მარგიშვილმა.

აქციაში მონაწილეობა
საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც მიიღეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?