15 წლის წინ ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "102 დალმატინელი"
15 წლის წინ ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "102 დალმატინელი"
ფილმი "102 დალმატინელი" გაგრძელებაა 1996 წელს გადაღებული ფილმისა "101 დალმატინელი". ის ეფუძნება ამერიკელი მწერლის დოდიე სმიტის თხზულებას და ამავე სახელწოდების მულტიპლიკაციურ ფილმს, რომელიც 1961 წელს გამოვიდა ეკრანებზე. 


საინტერესო ფაქტები:


1. ამ ფილმის მთავარი გმირის - Cruella De Vil-ის სახელი ითარგმნება როგორც "სასტიკი დემონი", ხოლო მისი სამფლობელო, სახელად Hell Hall -ი - "ჯოჯოხეთური სამყოფელი".

2. კრუელა ოფიციალურად შესულია დისნეის ფილმების სასტიკ გმირებს შორის.

3. ფილმის გადაღების დროს მონაწილეობა მიიღო 200 ლეკვმა და 20-მა ზრდასრულმა ძაღლმა.

4. იმისათვის, რომ ცხოველებს ფილმის გმირები
აელოკათ, მსახიობებს კანზე უსვამდნენ ხორცის ნაჭერს.

Zooclub

5. "102 დალმატინელის" მთავარი როლის შემსრულებლები, ელის ევანსი (ძაღლების
პატრონი) და იაონ გრიფიტი (თავშესაფრის მფლობელი), ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ დაქორწინდნენ.

Zooclub

6. სურათი იყო წარდგენილი ოსკარის ნომინაციაში, როგორც საუკეთესო კოსტუმირებული ფილმი, თუმცა, ჯილდო გადაეცა რასელ ქროუს ფილმს "გლადიატორი".

7. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

Zooclub

8. "102 დალმატინელის" ბიუჯეტი იყო 85 მილიონი დოლარი, ხოლო შემოსავალი 185 მილიონი დოლარი.

ასევე იხილეთ:

10 საუკეთესო ფილმი ძაღლებზე

ინგლისში ნამდვილი "სკუბიდუ" აღმოაჩინეს

როგორ იღებდნენ ფილმს - "ზოლიანი რეისი"

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?