ესპანეთის 300 ქალაქში ცხოველების მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებში აიკრძალა
ესპანეთის 300 ქალაქში ცხოველების მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებში აიკრძალა
ესპანეთში დღითიდღე პოპულარული ხდება კამპანია, რომელიც ცირკში ცხოველების მონაწილეობას კრძალავს. The Local-ის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთის 300-მდე ქალაქში აკრძალულია წარმოდგენები ცხოველთა მონაწილეობით.

კატალონია პირველი ავტონომიური გაერთიანებაა, რომელმაც უარი თქვა მსგავს სანახაობებზე. ბარსელონა, ჯერონა, ლეიდა და ტარაგონაც იმ ქალაქებს შორისაა, სადაც საცირკო წარმოდგენები ცხოველების მონაწილეობით დასჯადი გახდება.

აკრძალვა ასევე გავრცელდა ალიკანტეში, პალმა-დე-მაიორკაზე, მალაგაში, კორდოვასა და სხვა ქალაქებში.

გრან-კანარის დასავლეთისკენ მდებარე საკურორტო კუნძული მოგანი 275 ქვეყანაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ სასტიკ წარმოდგენებზე უარი თქვა.

გარდა ამისა, ესპანელი ცხოველთა დამცველები აქტიურ კამპანიას ატარებენ
ხარების ბრძოლის აკრძალვაზეც. ბოლო წლებში, კორიდას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად დაიწყო ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე.

2011 წელს
კატალონიის პარლამენტმა კორიდა აკრძალა, ხოლო 2012 წლიდან კანონი ძალაში შევიდა და მთელ რეგიონში მსგავსი წარმოდგენები კანონსაწინააღმდეგო გახდა. პირველი რეგიონი, სადაც კორიდა აიკრძალა, არის კანარის კუნძულები (აკრძალულია 1991 წლიდან).

2015 წლის ზაფხულიდან ხარების ბრძოლა აიკრძალა მალიორკაზეც, ამ კანონს არაერთი ქალაქიც შეურთდა, ხოლო 2016 წლიდან ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლება იმ  წარმოდგენებს, სადაც ცხოველები მონაწილეობენ, მთელ ტერიტორიაზე აკრძალავს.

ასევე იხილეთ:

პირველი ქვეყანა, სადაც დელფინარიუმები აკრძალეს

ცირკის სპილო, წარმოდგენის დროს, დაშავებული მეგობრის დასახმარებლად გაიქცა

17-წლიანი მონობის შემდეგ, ორი დათვი ცირკიდან ველურ ბუნებას დაუბრუნდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?