თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები და ფრინველები ჩამოიყვანეს (+ვიდეო)
თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები და ფრინველები ჩამოიყვანეს (+ვიდეო)
ლატვიის მიერ თბილისის ზოოპარკისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ცხოველები უკვე საქართველოში არიან.

თბილისის ზოოპარკმა ფრინველების შემდეგ ლატვიის დედაქალაქ რიგის ზოოპარკიდან საჩუქრად ცხოველებიც მიიღო. ერთი აქლემი, ერთი აზავერი და სამი ალპაკა საქართველოში ჩამოიყვანეს გემით, რომელიც ბათუმის პორტში გუშინ შევიდა.

ცხოველები რიგის ზოოპარკმა თბილისს ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზოოპარკს ალპაკა აქამდე არასდროს ჰყოლია.

ცხოველების დასახვედრად ბათუმში თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Zooclub

როგორც ცნობილია, 19 მარტს თბილისის ზოოპარკმა ლატვიის დედაქალაქიდან საჩუქრად მიიღო თუთიყუშებიც, რომლებიც რიგიდან ავიარეისით ჩამოაფრინეს.

რიგამ ცხოველების თბილისში
ტრანსპორტირებისთვის 15 ათასი ევრო გამოყო.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ: "თბილისის ზოოპარკში მიმდინარე კვირას რიგიდან ახალ
ფრინველებსა და ცხოველებს ჩამოიყვანენ"


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?