დღეს მრგვალ ბაღში "დედამიწის საათი" აღინიშნება
დღეს მრგვალ ბაღში "დედამიწის საათი" აღინიშნება
დღეს მრგვალ ბაღში "დედამიწის საათი" აღინიშნება. მის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება. საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ცნობით, "მრგვალ ბაღში" ჯგუფის The Wisky-ის კონცერტი და "ჩრდილების თეატრის" წარმოდგენა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და WWF კავკასიის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

"დედამიწის საათის" დროს მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით გამოხატავს თანადგომას ჩვენი პლანეტის მიმართ.

წელს საქართველო მერვედ უერთდება "დედამიწის
საათს". 19 მარტს, 20:30 საათზე, გარე განათება სამთავრობო შენობებში, საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობების
ფასადებზე გამოირთვება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?